"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი მატეო დარმიანი მილანში ახალი მდიდრული აპარტამენტის ყიდვას აპირებს, რადგანაც "ინტერში" გადასასვლელად ემზადება.
იტალიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში მიღებული სათამაშო დრო არ აკმაყოფილებს და გუნდის დატოვებას გეგმავს. 27 წლის ფეხბურთელი მილანში კორსო მაგენტას არეალში ეძებს ახალ სახლს.
დარმიანის მომხიბლავი საცოლე ფრანჩესკა კორმანი მათ მომდევნო საცხოვრებელს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაეძებს.
მცველის შეძენის უმთავრეს პრეტენდენტად კი მილანის "ინტერი" მოიაზრება, რომლის საშუალებითაც მატეოს იტალიაში დაბრუნება სურს.
წყარო აცხადებს: "მატეო მილანში ადგილს ეძებს. ქალაქის უძრავი ქონების აგენტებს დაუკავშირდა. მდიდრულ სახლს ეძებს ძალიან კარგ ადგილას. სახლს მისი მეგობარი გოგონა შეარჩევს.
დამთხვევა არ არის, რომ ახალი სახლის შეძენა სურს, მილანის "ინტერი" მისი გადაბირებით არის დაინტერესებული.
წარმოშობით მილანთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქიდანაა. წყვილი ინტერიერის დიზაინს დიდ ყურადღებას აქცევს."
"ინტერი" "ტორინოს" ყოფილი მცველის დიდი ხნის გულშემატკივარია, თუმცა "ნერაძურის" "ნიუკასლის" ყოფილი მცველის, დავიდე სანტონის შენარჩუნება სურს, რის გამოც დარმიანის ტრანსფერი ზაფხულამდე არ შედგება.