"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ სარეზერვო გუნდი მიმდინარე წელს დალასის თასზე, ყველა ძველ და პრესტიჟულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე შეერთებულ შტატებში ითამაშებს.
"წითლებს" სულ რვაჯერ აქვთ მონაწილეობა მიღებული აღნიშნულ ტურნირზე, რომელთაგან ბოლო 2012 და 2013 წელს უორენ ჯოისის ხელმძღვანელობით შედგა.
რეზერვების დროებითი მთავარი მწვრთნელი 9 აპრილიდან 16 აპრილამდე შეარჩევს გამგზავრები თარიღს, მისი გუნდი კი Gordon Jago Super Group-ში 2016 წლის ჩემპიონ "ევერტონთან", "კორიტიბასთან", "ფლუმინენსესთან", "მაკაბი ჰაიფასა" და "დალასთან" ერთად იასპარეზებს.
2012 წელს "იუნაიტედი" ფინალში გავიდა, სადაც მაიკლ კინმა, აწ უკვე "ბარნლის" ფეხბურთელმა, "კორიბასთან" განცდილ მარცხში "წითლების" მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა, მატჩი კი 2-1 დასრულდა. ერთი წლის შემდეგ გუნდი ადნან იანუზაისა და ჯეიმს უილსონის თანხლებით ტექსასში გაემგზარა.