თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2017, 17:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2815,
კომენტარები: 18
მოურინიო: "მარსიალი სასტარტოში იქნება"
ენტონი მარსიალი "უიგანთან" მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ენტონი მარსიალი ინგლისის თასზე "უიგანთან" გასამართ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ხშირად ხვდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში და სათადარიგოთა სკამზე, "სტოკ სიტისთან" პრემიერ ლიგისა და "ჰალ სიტისთან" ლიგის თასის მატჩებში კი იგი განაცხადში არ იყო.

მარსიალს "ოლდ ტრაფორდის" დატოვებასა და "სევილიაში" გადასვლას უკავშირებენ, თუმცა მოურინიომ მასთან კონფლიქტი ან უთანხმოება გამორიცხა და ფეხბურთელს უფრო მეტის ჩვენებისკენ მოუწოდა.

"ინგლისის თასზე ჩვენი მეორე მატჩია და სერიოზულად უნდა მივუდგე. ძალიან კარგი გუნდით უნდა ვითამაშოთ; ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც განაცხადში არ იქნება, დე ხეაა - მას დასვენების დღეს მივცემ.

რომეროს ვათამაშებ, ჯოელს კი სათადარიგოთა სკამზე დავსვამ და ამასთან ერთად კარგი გუნდით გავალთ, რადგან მათი დამარცხება გვინდა. ენტონი კვირას ითამაშებს და თუ კარგად იასპარეზებს, მომდევნო მატჩში "ჰალთანაც" იქნება - მარტივია.

გარკვეულ ცვლილებებს გავაკეთებ - ეს ცხადია. "უიგანთან" მატჩიდან სამი დღის შემდეგ "ჰალს" ვეთამაშებით და კარგი გუნდით გავალთ, რათა გულშემატკივრებს სახლში კარგი თამაში მივუძღვნათ "უიგანთან" მატჩსაც პასუხისმგებლობით მოვეკიდებით",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2017 17:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იძახეთ ახლა, მარსიალს აფუჭებსო და ასეო და ისეო. კიდევ ეძლევა და შანსი თუ ვერ გამოიყენებს, უკვე მის თავს დააბრალოს.

ისე კი, იყო ერთი-ორი შემთხვევა, როცა მატჩი კარგად ჩაატარა, მაგრამ მომდევნოში არ ათამაშა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: kobinio
27 იანვარი 2017 17:55
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მეტი მოგება გვჭირდება დავდაჯერებულობისათვის...
მაგრად მინდა ის პატარა პირველი გუნდის კაპიტანი გამოცადოს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
27 იანვარი 2017 18:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უნდა გამოიჩინოს თავი ენტონიმ
0
№4
ავტორი: Lady in red
27 იანვარი 2017 18:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მარსიალს საკუთარ თავთან აქვს პრობლემა, თუმცა მოგვარებადია და ცოტა გამოფხიზლდეს. ჟოზეს ბრალი არ არის ის, თუ რაღაც ვერ გამოსდის კარგად. იმედი მაქვს მალე აღიდგენს ფორმას, გუნდს სჭირდება.
0
№5
ავტორი: Mixito
27 იანვარი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Memgoni es mous ert erti xrikia amit is achvenebs fexburtelebs ro sheudzlia nebismieri dasvas skamze da nebismieri gausbvas ase rom exla entonis erti didi mizezi aqvs ro kargad itamashos es mizezi ki Isaaa ro shemdeg tamashebze ar dajdes skamze
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
27 იანვარი 2017 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგიაა და რეშფორდი იბრას მაგივრად ათიანზე მატა დააყენე მოუ

ან რუნი
0
№7
ავტორი: Phil Jones
27 იანვარი 2017 18:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
პირველ რიგში ადამიანები არიან ესენი და მაქსიმალურად ვცდილობ გავუგო ამ მარსიალს. ჯერ ოჯახური პრობლემები ცოლი თუ მეგობარი გოგონა დაშორდა (მგონი შვილიც ყავს) და არაა ეს ადვილი, მერე დიდი წნეხი დააწვა, შარშან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო და ამიტომ ვთხოვთ ამდენს უცებ, არადა როდესაც იყიდეს ვერავინ იფიქრებდა რომ პირველივე წელს ბომბარდირი გახდებოდდა,, მერე გუნდში ზლატანი მოვიდა და რათქმაუნდა ამან შეუმცირა შანსები და პლიუს მხითარიანიც და რეშფორდიც... ეს ყველაფერი ემატება ერთმანეთს და ძნელია გაუჭირდა, მაგრამ იმედია დალაგდება ყველაფერი, იმიტომ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენცალის მქონე ფეხბურთელია ეს. პლიუს ის ბონუსების ამბავიც 2 გოლი რომ გაიტანოს მანჩესტერს 10 მილიონი დაუჯდება და მე პირადად არ ვიცი და არც არავინ იცის კულისებს მიღმა ამ თემის გამო რა ხდებოდა, იქნებ გაყიდვაც იფიქრეს სანამ ამ 2 გოლს გაიტანს, მაგრამ იმედია შეაგდებს ეხლა და მორჩება ეს ყველაფეერი.
0
№8
ავტორი: dybbuk
27 იანვარი 2017 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1595
ციტატა: RojoDiablo
იძახეთ ახლა, მარსიალს აფუჭებსო და ასეო და ისეო. კიდევ ეძლევა და შანსი თუ ვერ გამოიყენებს, უკვე მის თავს დააბრალოს.

ისე კი, იყო ერთი-ორი შემთხვევა, როცა მატჩი კარგად ჩაატარა, მაგრამ მომდევნოში არ ათამაშა.

ჰოდა რო არ ათამაშა მაგაშია ზუსტად პრობლემა, იმას არ ვიძახი რო სულ სასტარტოში უნდა იყოს რო ფორმა აღიდგინოსთქო, მაგრამ მეორე მომენტი ისაა რო მაშინაც კი როცა კარგად ითამაშა მაინც ვერ მოხვდა ძირითადში და ისედაც ფსიქოლოგიურად დარხეული აქვს და ესეც ემატება, ჩემი აზრით მეტი მხარდაჭერა რო იგრძნოს ტრენერისგან შეძლებს ამ წნეხის დაძლევას, მაგრამ რას გაიგებ ამ კაცისას, სადაც შვაინა მოისროლა და ადრე სხვა გუნდებში გაუკეთებია(იგივე კასილიასი), რა უნდა გაგიკვირდეს უბრალოდ
0
№9
ავტორი: ikeoni
27 იანვარი 2017 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dzalian kargii
0
№10
ავტორი: giorgi_mg
27 იანვარი 2017 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ყველანაირად ცდილობს მოუ რომ აათამაშოს ეს ბიჭი და ისევ თავის თავს დააბრალოს თუ ვერ გაქაჩა, ამას თუ მარსიალი ვერ ხედავს მაშინ ბრმა ან ყრუ ყოფილა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top