თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2017, 17:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1684,
კომენტარები: 10
მოურინიო: "ფავორიტები არ ვიქნებით"
მოურინიო კლოპის არგუმენტით ფინალში ფავორიტის არსებობას გამორიცხავს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ლიგის თასის ფინალში ფავორიტი არ იქნება, რის დასტურადაც იურგენ კლოპის მიერ ნახსენებ "ქარიან ამინდს" იყენებს.

"წითელმა ეშმაკებმა" ორი მატჩი "ჰალ სიტი" 3-2 დაამარცხეს, რის შედეგადაც ფინალში გავიდნენ, სადაც "საუთჰემპტონს" 26 თებერვალს დაუპირისპირებიან.

მიუხედავად იმისა, რომ "ვეფხვებთან" დამარცხდნენ, "იუნაიტედი" "უემბლიზე" გასამართი მატჩის ფავორიტად ითვლება.

პორტუგალიელი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ქარიან "უემბლიზე" ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"არ ვფიქრობ, რომ ვინმესთან ფავორიტები ვიქნებოდით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდა, ფავორიტები არასდროს ვართ.

როგორც წესი, "უემბლიზე" ქარი ქრის, რაც საქმეს ართულებს",
- განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო კლოპის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც "წმინდანებთან" ოთხშაბათს დამარცხების მიზეზად სწორედ ქარი დაასახელა.

გერმანელმა ლიგის თასის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ განაცხადა: "პირველ ტაიმი რთული იყო - ძალიან უცნაური ქარი ქროდა, რასთან გამკლავებაც გართულდა.

ერთხელ თუ ორჯერ დაინახავდით, რომ ბურთი მაშინ ჩერდებოდა, როცა ამას არავინ ელოდა და იმ გუნდს უჭირდა, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2017 17:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან სულერთია, რას თვლიან ბუქმეიქერები. ვისაც ეგონა, რომ სოტონთან ფავორიტი იყო და უკვე ფინალში გავიდა, კი ვხედავთ, სადაცაა ახლა.

გადით და ფეხბურთი ითამაშეთ, თამაშის დაწყებამდე წნეხი და ზეწოლა სულაც არაა კარგი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: kobinio
27 იანვარი 2017 17:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაურინიო ლიგა შორსაა პრემიერლიგას ვერ იგებ და ტაკუნებს ნუ ათამაშებ თასი მოიგე!!!
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
27 იანვარი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
აუ რაღაცებს სულელობ ჟოზე რაა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 იანვარი 2017 18:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დასავლეთიდან წამოვა უხვი ნალექი და მცირედი სიო wink
2
№5
ავტორი: Phil Jones
27 იანვარი 2017 18:54
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რეებს აძრობს ხოლმე ეს )) რაც შეეხება ლუზერებს არ ვიცი იმიტომ რომ მინდოდა თუ რა იყო მაგრამ მე მჯეროდა რომ სოტონი გავიდოდა. დაჟე მგონი არც მინდოდა სოტონის გასვლა, ჯობდა ლივერპულს შევხვედროდით ფინალში.
0
№6
ავტორი: ikeoni
27 იანვარი 2017 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Chvenia tasii
0
№7
ავტორი: tupaca
27 იანვარი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
კლოპს დასცინა ქარიანი ამინდის პონტში :D ევასება ბიჭს შპილკაობა :)))
0
№8
ავტორი: stepno
27 იანვარი 2017 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: tupaca
კლოპს დასცინა ქარიანი ამინდის პონტში :D ევასება ბიჭს შპილკაობა :)))

derpgop
0
№9
ავტორი: valensia
28 იანვარი 2017 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
Saintereso finali gvelodeba wmindanebi da eshmakebI :-D

Midit eshmakebooooo >:)

>:)
0
№10
ავტორი: LASHQARA
28 იანვარი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
დიდებული თამაში გველოდება წინ და ვფიქრობდი ჩვენი მეტოქე საუთჰემპტონი იქნება თქო და ასეც მოხდა, წინ დიდი გამარჯვებებია, მაურინიო მოიგებს ჩვენთან ყველაფერს რისი მოგებაც შეიძლება, მე მჯერა ამის love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top