"კრისტალ პალასის" ახალგაზრდა ფეხბურთელი უილფრიფ ზაჰა ძალიან ახლოსაა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან, მას შემდეგ, რაც ფარული მოლაპარაკებები აწარმოა სერ ალექს ფერგიუსონთან კვირას, ლონდონდში.
ბევრი გავლენიანი გამოცემის თანახმად წარმოშობით კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებდა "სელჰარსტ პარკს". მის გადმობირებაში ლიდერობდა "იუნაიტედი", თუმცა არსენ ვენგერმაც განაცხადა თავისი ინტერესის შესახებ.
როგორც აღმოჩნდა ზაჰა ბავშვობიდან "მეთოფეების" გულშემატკივარია, თუმცა მისთვის ბრძოლა მაინც "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა. "ტოტენჰემთან" 1-1 ფრის შემდეგ ფერგიუსონი შეხვდა 20 წლის ფეხბურთელს.
წინა კვირას "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები ახლოს იყვნენ 12 მილიონად ფეხბურთელის ყიდვასთან, თუმცა მაშინ "პალასმა" შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ გუნდები 15 მილიონზე შეთანხმდნენ და "ჩემპიონშიფის" გუნდმა ნება დართო ფეხბურთელს, შეხვედროდა ალექს ფერგიუსონს.
ზაჰამ შეათანხმა პირადი პირობები, ეხლა კი ერთადერთი საკითხი დარჩა გადასაწყვეტი. გაანათხოვრებენ თუ არა ზაჰას ისევ "კრისტალ პალასში" სეზონის ბოლომდე.