"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი მიიჩნევგს, რომ უეინ რუნის 40 წლის სპორტსმენის ტანი აქვს, რისი მიზეზიც "წითელი ეშმაკების" კაპიტნის ორგანიზმის გადაღლილობაა.
რუნიმ საკუთარი თავი ძალიან ადრე გააცნო ინგლისურ ფეხბურთს, როცა 16 წლისა "ევერტონში" გამოჩნდა. მას შემდეგ უეინმა 623 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე და 119 სანაკრებო დონეზე.
38 წლის ფერდინანდი კი მიიჩნევს, მრავალწლიანი დატვირთვა მისდა სასარგებლოდ არ მოქმედებს და რუნის ორგანიზმი მეტისმეტად გამოფიტულია.
"31 წლის არის, მაგრამ მას, ალბათ, 36 წლის ადამიანის გარბენი აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც კარიერის განმავლობაში აკეთებდა, როგორი სისწრაფით თამაშობდა, როგორი ყურადღებისა და ზეწოლის ქვეშ ექცეოდა. სინამდვილეში მას, ალბათ, 40 წლის ათლეტის ტანი აქვს.
მატჩების უმეტესობა, განსაკუთრებით პირველი 13 წლის განმავლობაში, სტატისტიკა აჩვენებდა, რომ გუნდში ყველაზე მეტს დარბოდა - და ყოველთვის ამაზე გველაპარაკებოდა!
რუნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედში" 250 გოლის გატანით მიაღწია. ეს ყველაფერი კი მანამდე ზეწოლის დიდ წყაროს წარმოადგენდა. შესაძლოა, ახლა რუნი უფრო დასვენებული გამოვიდეს, მაგრამ ვერ უარვყოფთ მის ორგანიზმს. მხოლოდ თავად რუნიმ იცის, როდის დაასრულებს კარიერას", - განაცხადა ფერდინანდმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.