თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2017, 18:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1940,
კომენტარები: 9
მემფისი: "მოურინიოსთან ადვილი არ იყო"
მემფის დეპაი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობისას უჭირდა, მაგრამ პორტუგალიელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
მემფისი:
მემფის დეპაი აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსადმი ბოღმას არ იტოვებს და პორტუგალიელს დიდებულ მწვრთნელსა და ადამიანს უწოდებს.

ჰოლანდიელი ვინგერის ტრანსფერი "ლიონში" გასულ კვირაში ოფიციალურად დადასტურდა და მემფისმა უკვე მოასწრო სადებიუტო მატჩის ჩატარება ფრანგულ კლუბში.

სადებიუტო სეზონში "იუნაიტედის" მაისურით ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას ყველა ტურნირზე ჩატარებული 45 მატჩის შემდეგ დეპაი მხოლოდ 20 წუთით გამოჩნდა პრემიერ ლიგის მატჩებში.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიო მემფისს მნიშვნელოვან ფეხბურთელად არ მოიაზრებდა თავის გუნდში, "იუნაიტედის" მწვრთნელმა 22 წლის ფეხბურთელის პროფესიონალიზმი და საქმისადმი მიდგომა შეაქო და განაცხადა, რომ შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში დეპაის სიამოვნებით შეინარჩუნებდა.

"სასიამოვნო სიტყვები იყო. მანჩესტერში ყოველთვის ისე ვშრომობდი, როგორც ყოველთვის. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი ადვილი არ იყო. თამაში მჭირდებოდა. მაგრამ ცუდი ურთიერთობა არ გვქონია.

დიდებული მწვრთნელი და ადამიანია. ახლა აქ ვნახოთ, როგორ ვითამაშებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მან ჩემ შესახებ დადებითად ისაუბრა",
- განაცხადა დეპაიმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
26 იანვარი 2017 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია დაბრუნდებიი უფრო ძლიერი და პროფესიონალიი რისი მიღწევაც შეგიძლია smile
0
№2
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2017 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ver gaqache ra memfis
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
26 იანვარი 2017 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მიდი მემფის გულაობას შეეშვი და იშრომე თუ დაიხევ საფრანგეთს ერთ ორ წელიწადში ეგრევე დაგაბრუნებთ არაა პრობლემა ფული ოხრად გვაქ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2017 18:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ხოდა მანდ გექნება შანსი და გაილაღე მაშინ, წარმატებები მემფის winked
0
№5
ავტორი: kobinio
26 იანვარი 2017 20:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
აწი ფრანგულ რეკლამებს დაიპყრობ და მერე მაქედან ისევ ჰოლანდიაში წახვალ ჰერენვენში ალბათ ან თურქეთში
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 იანვარი 2017 20:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
როგორც ქალები და დროს ტარება უყვარს, ისე ვარჯიში უყვარდეს, უკეთესი იქნებოდა
0
№7
ავტორი: LASHQARA
26 იანვარი 2017 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
როცა ფხიზლად უნდა ყოფილიყო მაშინ ჩამოეძინა, ზარმაცი მონადირესავით და წავიდა სახლში ხელცარიელი wink am
0
№8
ავტორი: shotkin
27 იანვარი 2017 01:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Jorbe-Jorbe
როგორც ქალები და დროს ტარება უყვარს, ისე ვარჯიში უყვარდეს, უკეთესი იქნებოდა

ვარჯიშია რავის არუყვარს სპორცმენი არარსებობს ვინც ვარჯიშზე აფრენს მარა ნებისყოფა და ჯინი უნდა მაგას რაც ამას აკლია ეტყობა
0
№9
ავტორი: უეინ რუნი
27 იანვარი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ძაან ნიჭიერია ტი[პი და ვერ იყენებს იმენაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top