თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1648,
კომენტარები: 8
დე ხეა: "ლიგის თასის მოგება მინდა"
დავიდ დე ხეა მომდევნო ტიტულს უმიზნებს.
დე ხეა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას იმედი აქვს, რომ თავისი ტიტულების რიცხვს კიდევ ერთ თასს შემატებს.

ესპანეთის ნომერ პირველ მეკარეს უკვე მოგებული აქვს პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი და ქომუნითი შილდი, მაგრამ ლიგის თასი ჯერ არ მოუგია. დღეს "ჰალ სიტისთან" ნახევარფინალური მატჩის გამართვის წინ დავიდი მხოლოდ ფინალში გასვლაზე ფიქრობს, სადაც "წითლები" "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდებიან.

"განსაკუთრებული თამაშია, რადგან მოიგებ და "უემბლიზე" ხარ, სადაც კიდევ ერთი ფინალი შედგება. რა თქმა უნდა, იქ მოხვედრა გვსურს. "ოლდ ტრაფორდზე" ვითამაშეთ და ორი გოლი ისე გავიტანეთ, რომ არ გაგვიშვია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ორბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ჰალში ომი გველის. კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

"მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ რთული მატჩები გვქონდა - მათი დამარცხება ადვილი არ იყო, მაგრამ თასზე მართლაც კარგად ვასპარეზობდით, განსაკუთრებით "სიტის" წინააღმდეგ. ვფიქრობ, ნახევარფინალში ყოფნა დავიმსახურეთ.

ამ ტურნირის მოგება მსურს. ლიგის თასის გამარჯვებულის მედალი არ მაქვს და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი მოვიგებ. ყოველთვის დამშეულები ვართ. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ. ყოველთვის ვცდილობთ ფინალში გასვლას, რადგან ყოველთვის მოგება გვინდა",
- განაცხადა დე ხეამ.

"იუნაიტედმა" თავისი დაუმარცხებელი სერია 17 მატჩამდე გაზარდა და დავიდს მიაჩნია, რომ გუნდის გასახდელში შესანიშნავი მდგომარეობაა.

"ძალიან კარგი სერიაა, მაგრამ ამავე დონეზე უნდა დავრჩეთ, ყურადღება მოვიკრიბოთ და მატჩებს კონცენტრირებულნი შევხვდეთ. ყველაფერი ადვილია, როცა იმარჯვებ და როცა სერია კარგია. იმარჯვებ და არ მარცხდები, ამიტომ ყველა ბედნიერია და ყველაფერი ადვილია. ახლა მართლაც ყურადღებით უნდა ვიყოთ გამარჯვებების შესანარჩუნებლად.

ვფიქრობ, თავს კარგად ვიცავთ, მაგრამ ბურთს უფრო დიდხანს ვიჭერთ და ესაა გადამწყვეტი. ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვაქს და უფრო მეტ შანსებს ვქმნით, ამიტომაცაა, რომ უფრო ნაკლებ გოლს ვუშვებთ და უფრო ნაკლებ შანსს გვიქმნიან. დიდებული ფეხბურთელები გვყავს და თავდაჯერებულები ვართ.

მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ "იუნაიტედსა" და ესპანეთის ნაკრებში ვთამაშობ. სეზონის ბოლომდე ეს დონე უნდა შევინარჩუნო".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 იანვარი 2017 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თასის მოგება კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე მეტად მე პირადად დე ხეას მდგომარეობა მახარებს. მახარებს ის, რომ როგორც იქნა გონს მოეგო და ის დე ხეაა რომელიც ყველა მანჩესტერის ფანს უნდა!!!
0
№2
ავტორი: ikeoni
26 იანვარი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi davita chvenia es tasi ❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 იანვარი 2017 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დიდი შანსი გვაქ ამ თასის მოგების და უნდა გამოვიყენოთ
0
№4
ავტორი: Vikings
26 იანვარი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
Esec erti tasi halsac gadavuvlit da sauthemptonsac darwmunebuli var
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
26 იანვარი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
უნდა მოვიგოთ მაგრამ ის ახვრები მინდოდა ფინალში უნდა გაგვეხია
0
№6
ავტორი: gaga1987
26 იანვარი 2017 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ყოველთვის დამშეულები ვართ. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ - დე ხეა. ეს უკვე მომწონს fellow fellow
0
№7
ავტორი: LASHQARA
26 იანვარი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ყველაფერი უნდა მოვიგოთ რის მოგებაც შეიძლება და რისიც არ შეიძლება, ყველა თასი გვინდა love am
0
№8
ავტორი: shotkin
26 იანვარი 2017 17:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: ვახო ( G G M U)
თასის მოგება კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე მეტად მე პირადად დე ხეას მდგომარეობა მახარებს. მახარებს ის, რომ როგორც იქნა გონს მოეგო და ის დე ხეაა რომელიც ყველა მანჩესტერის ფანს უნდა!!!

ხო რა და ტიტული ტუ ვინმეს ეკუთვნის პირველრიგში მაგ კაცს ეკუთვნის ამსასტავიდან რთულ პერიოდშიც მაგან გვათრია და ეგეთი დონის მეკარე უფრო მეტ თასს უნდა ფლობდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top