ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ აქსელ ტუანზებეს დებიუტი პირველ გუნდში შეიძლება მალე შედგეს.
19 წლის ფეხბურთელი წინასასეზონო ტურნეზე არაერთხელ შეაქო პორტუგალიელმა და "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში იგი ხშირად ატარებს წარმატებულ მატჩებს კაპიტნის რანგში.
ტუანზებემ გუნდთან ერთად მიმდინარე კვირაში ვარჯიშები ჩაატარა და მოურინიოს ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ აქსელს მალე ეთამაშა "იუნაიტედის" პირველ გუნდში.
"შეიძლება. მორგან შნეიდერლინი და მემფის დეპაი დავკარგეთ, ორი ფეხბურთელი, რომელიც ბევრ სათამაშო დროს ან მატჩს ვერ იღებდნენ ჩვენთან ერთად. ისინი ჩვენი გუნდის ნაწილი იყვნენ და ახლა ამ ფეხბურთელების რიცხვის შევსება გვჭირდება, აქსელი კი აკადემიიდან ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ჩვენს რიგებში თამაშთან ახლოსაა.
იმისთვის მოვიყვანეთ, რომ უფრო მეტი გამოცდილება მიიღოს, პირველ გუნდში ყოფნა მისთვის უფრო ბუნებრივი გახდეს იმ შემთხვევისთვის, თუკი მომდევნო მატჩებში ან თვეებში დაგვჭირდება, ასე რომ, უფრო შეგუებული იქნება", - უპასუხა მოურინიომ.