თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2017, 17:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1978,
კომენტარები: 5
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია "ჰალ სიტისთან" მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ჰალ სიტისთან" მატჩის წინა პრესკონფენრეციაზე განაცხადა, რომ გუნდს ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევა სურს, თუმცა აცნობიერებს, რომ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.

"წითლები" ლიგის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს ხუთშაბათს "ჰალ სიტისთან" გამართავენ, რის შემდეგაც სამ დღეში ინგლისის თასზე "უიგანს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ორი ტურნირის გარდა, "იუნაიტედი" პრემიერ ლიგასა და ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს, რომელთაგან ბოლო ტურნირზე გამოსვლას თებერვალში განაახლებს.

როცა პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა მისი გუნდი ყველა ტურნირზე ბოლომდე ასპარეზობას, პორტუგალიელმა უპასუხა: "ნამდვილად არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ რთული იქნება. ვნახოთ, რა მოხდება. ამჟამად ლიგის თასის მოგების 35%-ანი შანსი გვაქვს.

ტურნირის მოგება კარგია, მაგრამ ამის შემდეგ წარმატებით ასპარეზობაში უმთავრესი არ არის. ტურნირიდან ტურნირამდე, მატჩიდან მატჩამდე მივდივართ. ნამდვილად რთული იქნება. ჩემს ოფისში კედელზე დაფა მაქვს, სადაც ყველა მატჩი და ყველა შესაძლო მატჩია ჩამოთვლილი და როცა მას ვუყურებ, საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი გვაქვს.


მოურინიო აღფრთოვანებას არ მალავს მარკუ სილვათი, რომელიც "ჰალ სიტის" მთავარ მწვრთნელად სულ ახლახანს დაინიშნა.

პორტუგალიელ მწვრთნელებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს და ამაში ისიც უწყობთ ხელს, რომ სილვასა და მოურინიოს ერთნაირი კარიერის დასაწყისი ჰქონდათ.

პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს, გაკვირვებული იყო თუ არა სილვას ნაადრევი წარმატებით "ჰალის" მთავარ მწვრთნელად: "არ მიკვირს. ვიცოდი. ვიცოდი, რომ მარკუ იმდენად კარგი მწვრთნელია, რომ გუნდს გააუმჯობესებს. ჯერ კიდევ რთული საქმე აქვს გასაკეთებელი. გადარჩენისთვის მებრძოლი სხვა ხუთი, ექვსი თუ შვიდი გუნდის წინააღმდეგ რთული ბრძოლის გადატანა მოუწევს, მაგრამ კარგი მწვრთნელია, ძალიან კარგი."

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" "ჰალ სიტისთან" პირველი მატჩი ორბურთიანი სხვაობით მოიგო, მოურინიოს მიაჩნია, რომ მის გუნდს ფინალში გასვლა ჯერ განაღდებული არ აქვს.

"ჩვენ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშეს. სახლში მოგებული მატჩებიც ძალიან კარგ სტილში მოიგეს. "ჩელსის" წინააღმდეგაც კარგად ითამაშეს. ასე რომ, ვფიქრობ, კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 იანვარი 2017 17:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ისეთი შემადგენლობა დააყენე, რომ თამაში არ წავაგოთ და მოგება მაინცდამაინც აუცილებელი არაა. სულ არ ღირს ამ მატჩზე თავის შეკვლა, ოღონდ წაუგებელი სერიის ჰალთან შეწყვეტა არ მინდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ROONEY-RUNI
25 იანვარი 2017 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
სტოკთანაც ესე ბაზრობდა და ფრე დააამთავრა აუცილებლად უნდა მოვიფოთ ეს თამაში ამაში ორი აზრი არაააა მხოლოდ მოგება და არავიითარი ფრე
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2017 17:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე თუ ისე ბევრ მომენტს ქმნის გუნდი და რეალიზების პრობლემა მაინც გვაქვს, წესით სტოკთან თამაშის მერე ამაზე უნდა ემუშავათ და ჰულთან დიდი იმედი მაქ ამდენ მომენტს არარ გაანიავებენ
0
№4
ავტორი: stepno
25 იანვარი 2017 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტავს არ შეიკლავენ რა ეხლა ტრამვების დრო ნამდვილად არ არიი
0
№5
ავტორი: ikeoni
25 იანვარი 2017 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Finalshi vart ra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top