თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2017, 11:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2383,
კომენტარები: 19
"იუნაიტედი" და "ჩელსი" ბეილისთვის რეკორდულ თანხას გადაიხდიან
გარეთ ბეილი პრემიერ ლიგის კლუბების სატრანსფერო სამიზნედ კვლავ რჩება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" გარეთ ბეილის შეძენას 172 მლნ. ფუნტად ეცდებიან.

27 წლის ფეხბურთელი ამჟამად თამაშს ვერ ახერხებს, რისი მიზეზიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნოემბერში მიღებული ტრავმა გახლავთ.

თუმცა ბეილი უელსისა და ირლანდიის ნაკრებების მატჩამდე დაბრუნებას ნამდვილად მოახერხებს, ზინედინ ზიდანის გუნდს კი მომდევნო თვეში შეუერთდება.

მიუხედავად ტრავმისა, ესპანური გამოცემა Don Balon-ი იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკები" და პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ლიდერები "ლოს გალაქტიკოსიდან" უელსის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას ზაფხულში ეცდებიან.

ბეილი ლა ლიგის გრანდში 2013 წელს "ტოტენჰემიდან" გადავიდა და მასში რეკორდული, 85 მლნ. ფუნტი იქნა გადახდილი, მისი მოქმედი კონტრაქტი კი "სანტიაგო ბერნაბეუსთან" 2022 წლამდე აკავშირებს.

"იუნაიტედი" და "ჩელსი" ბეილისთვის რეკორდულ თანხას გადაიხდიან


ამის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსი პოლ პოგბამ მიითვისა, როცა "იუვენტუსი" დატოვა და "იუნაიტედს" 89 მლნ. ფუნტად შეუერთდა.

ბეილმა "რეალში" ასპარეზობისას ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ასევე კოპა დელ რეი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და UEFA-ს სუპერ თასი.

"ლოს ბლანკოსი" ამჟამად ლა ლიგა-ს ლიდერობს და იმედოვნებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად მოიგებს ესპანეთის ჩემპიონატს.

წყარო: walesonline
ახალი ამბები, ჭორები
19 კომენტარი
№1
ავტორი: DIORDI
25 იანვარი 2017 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
აუ ბეილი გაასწორებს

აუ ბეილი გაასწორებს
0
№2
ავტორი: dunkan
25 იანვარი 2017 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Sisulelea rame shezgudvebi unda dawesdes pexburti male ragac sazizgrobad gadaiqceva
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
25 იანვარი 2017 12:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
172 მილიონი არა ის, მორიგი ჭორია დიდი ალბათობით
0
№4
ავტორი: DRJBECKHAM
25 იანვარი 2017 12:08
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
კაროჩე იასნია ესეც ტყუილია და ჭორია მაგრამ აი ალაბაში გადავიხდიდი 50 მილიონს, კაილ ვოლკერში 20-25 მილიონს ვილიამ კარვალიოში 30 მილიონს და კაცურ პირობასაც დავდებდი რო პრემიერლიგას მოვიგებდი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 იანვარი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა ვერ გაიგეს, რომ ბეილს რეალის გარადა არავინ არ აინტერესებს areyoukiddingme
0
№6
ავტორი: shotkin
25 იანვარი 2017 12:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი როგორ შეიზლება არინატრო ესკაცი ნებისმიერ გუნდში ხო? მარა მე დიდად არმინდა მანჩესტერში ჯერერთი როცა გვინდოდა ქაჯივით გაიქცა რეალში ხამივით და მეორეც დი მარიას მაგალითი მინდა გავიხსენო არმინდა ესეც ძალით თამაშობდეს აქ ჯობია იყოს სადაცაა და ჩვენ გრიზმანი შეგვავსებს და ანტუანი იქნება ბოლო აკორდი წინა ფრონტისთვის დალშე არავინ გვინდა წინ
0
№7
ავტორი: tyeshela1
25 იანვარი 2017 13:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
აუ ეს რო პრ ლიგაში დაბრუნდეს თან ჩვენთან, მთელს კრაის ჩაიბარევდა დაცვიდან დაწყებული შეტევით დამთავრებული
0
№8
ავტორი: giorgi_mg
25 იანვარი 2017 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამე პირადად არ მინდა ამის გადმოსვლა
0
№9
ავტორი: stepno
25 იანვარი 2017 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას რეალის არ გაუშვებს 372 რო შესთავაზონ
0
№10
ავტორი: rene harrison_
25 იანვარი 2017 14:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
თან,ორივემ მოილაპარაკეს 172 შევთავაზოთო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top