თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2506,
კომენტარები: 15
ზლატანი: "ინგლისმა რუნის უფრო მეტი პატივი უნდა სცეს"
"იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირს მიაჩნია, რომ რუნის თავის სამშობლოში არასაკმარისად აფასებენ.
ზლატანი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ უეინ რუნის ინგლისურ ფეხბურთში სათანადო პატივს არ სცემენ, მიუხედავად იმისა, რომ მან კლუბისა და ქვეყნის ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა "სტოკ სიტისთან" გატანილი გოლით სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო. მას ამჟამად 250 გოლი აქვს გატანილი, რაც "იუნაიტედში" საუკეთესო შედეგია, ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კი, რუნი 2015 წლის სექტემბერში გახდა - მის ანგარიშზე 53 გოლია "სამი ლომის" რიგებში.

იბრაჰიმოვიჩს კი მიაჩნია, რუნის ჯერ კიდევ არ სცემენ იმის შესაბამის პატივს, რასაც მისი მიღწევები იმსახურებს.

"სრულყოფილი ფეხბურთელია. მოედნის მიღმა ნამდვილი ლიდერია, მოედანზე კი უბრალოდ სრულყოფილი.

თანაგუნდელებს ეხმარება და დიდებული მახასიათებლები აქვს - იცის, როგორ გაიტანოს გოლი, იცის, როგორ გააკეთოს საგოლე გადაცემა.

ბევრს შრომობს, დიდებული მიდგომა და სულისკვეთება აქვს.

ყველასთვის ცნობილია, რას წარმოდგენს უეინი, მაგრამ მისმა ქვეყანამ უფრო მეტი პატივი უნდა სცემს.

დღეს მისი მსგავსი ფორვარდი არ არსებობს. ერთი მაინც დამისახელეთ. მითხარით. მაგრამ მაინც არ ხართ კმაყოფილები",
- განაცხადა შვედმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Daunaxavi adamianebi ar afaseben, romlebic ubralod bolo tamashebit msjeloben da fexburtis araferi gaegebat.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 17:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჰალთან სასტარტოში უნდა იყოს
0
№3
ავტორი: ROONEY-RUNI
23 იანვარი 2017 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ჰალთან ნაღდათ რო უნდა იყოს სასტავში და ნახავთ თუ არ შეაგდებს ჯარიმას

იბრას მე პირადათ ყველაფერში ვეთანხმები იცის როგორ უნდა გაიტანოს გოლი გააკეტოს საგოლე გადაცემა და მოკლედ რო ვთქვათ ყველა დროის საუკეთესო ცენტ ფორვარდია მე პირადათ ამაზე უკეთესი არავინ არ მიმაჩნია მის პოზიციაზე
1
№4
ავტორი: LASHQARA
23 იანვარი 2017 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1993
ვისაც ფეხბურთი უყვარს ის რუნის დააფასებს და ვინც ვერ აფასებს იმან ფეხბურთი არ იცის რა თამაშია love am
0
№5
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2017 18:28
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
e.g. zogadad ingiseli xalxis da zhurnalistebis damaxasiatebeli problemaa..imdenad ar uyvart klubis gulshematkivrebs mowinaagmdege gundis fezburtelebi,ver itanen..beqhemsac uweria tavis wignshi..igivea jerardzec da ase shemdeg
0
№6
ავტორი: Vikings
23 იანვარი 2017 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
Yoveltvis musha futkari iyo runi gundistvis dasafasebelia aucileblad..
0
№7
ავტორი: irakli87
23 იანვარი 2017 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ჩვენი ლეგენდა )))
0
№8
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 19:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11657
Martali is xar zlatan ❤️Umaduroba boboqrobs
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
23 იანვარი 2017 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მართალია იბრა
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
23 იანვარი 2017 20:15
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ადამიანი სრულყოფილება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top