თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 12:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1418,
კომენტარები: 10
უეინ რუნის მორიგი ჯილდო
"იუნაიტედის" კაპიტანმა მორიგი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო.
უეინ რუნის მორიგი ჯილდო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, უეინ რუნის, საფეხბურთო მწერალთა ასოციაციამ კვირას საღამოს ლონდონში გამართულ წვეულებაზე სპეციალური ჯილდო გადასცა.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტები სასტუმრო "სევოიში" შეიკრიბნენ, სადაც "წითლების" კაპიტანს, რომელმაც სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო, მიღწევის აღსანიშნავად სპეციალური პრიზი გადასცეს.

ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა მწერლები ინდივიდუალური ფეხბურთელის საპატივცემულოდ ვახშამს აწყობენ - რუნიმდე ამის ღირსი რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი გახდნენ.

სიტყვით გამოსვლისას რუნიმ განაცხადა: "მადლობას ვუხდი საფეხბურთო მწერლებს ამ პრესტიჟული ჯილდოსათვის. წინა დაჯილდოებულთა სიას გადავხედე და ჩემთვის პატივია, რომ მათ კომპანიაში ვიმყოფები.

მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, რომლებთან ერთადაც მიმუშავია - თითოეული მათგანის დამსახურებაა, რომ ვარ ის ფეხბურთელი, როგორიც ამჟამად ვარ - და მადლობა ჩემს თანაგუნდელებსაც.

დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს და პოლ სტრეტფორდს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, როგორც მეგობარმა და აგენტმა. მადლობას ვუხდი ჟოზე მოურინიოს, რომ ხვალ დასვენების დღეს მაძლევს!"


უეინ რუნის მორიგი ჯილდო


უეინ რუნი საფეხბურთო მწერალთა ასოციაციის ეროვნული კომიტეტის არჩევანი მიმდინარე წლის მოვლენის საფუძველზე გახდა, რაც აგრძელებს ტრადიციას იმ ადამიანთა დაფასებისა, ვინც ინგლისური ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანი რამ გააკეთა. გარდა იმისა, რომ რუნი "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირია, ის ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირიცაა და ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული "სამ ლომთა" რიგებში.

როი ჰოჯსონმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რუნისადმი საპატივსაცემო სიტყვები არ დაიშურა, როცა სცენაზე მიიწვიეს.

"როცა უეინს პირველად შევხვდი, არ ვიცოდი, მისგან რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი ფეხბურთზე ასე შეყვარებული ადამიანით.

ფეხბურთისადმი სიყვარულსა და ლტოლვას განიცდის. მისი ენერგია და ენთუზიაზმი ორი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია.

მოედანს მიღმა ნამდვილი მეოჯახე ადამიანია - მისთვის ოჯახი ბევრს ნიშნავს. და ძალიან სულგრძელი პიროვნებაცაა ამავდროულად, ყველა ავტოგრაფს აწერს ხელს, რომელსაც თხოვენ".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Tips saxeze etyoba martla magari pirovnevaa da magitom miyvars. Rogorc fexburteli manus sauketeso bombardiri da inglisis nakrebis aseve amas sxva komentari agar unda :)))
0
№2
ავტორი: giorgiginturi
23 იანვარი 2017 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
მორიგი ძეგლი, ოლდტრაფორდის მახლობლად wink დაუდგავენ ამას აუცილებლად.... მართლაც ნამდვილი ლეგენდაა და დიდი ავტორიტეტი იუანიტედში, ასევე ჩვენს გულებშიც! winked ყველაფერს გილოცავ უეინ და კიდევ ბევრი რამ მომელოცოს....
0
№3
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2017 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ფერგის და რაღათქმაუნდა თავად რუნის
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 13:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გუნდის თილისმა :)
1
№5
ავტორი: MEMPHIS 7
23 იანვარი 2017 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ჩვენი ლეგენდააა
0
№6
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2017 13:56
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ravari vazaa:)momavali ser Wayne Rooney:))
0
№7
ავტორი: gaga1987
23 იანვარი 2017 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
შრეკ manunited
0
№8
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2017 16:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
manunited 27 წლის მაინც იყოს
0
№9
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Legenda ❤️
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
23 იანვარი 2017 20:13
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
თბილისელი კაცია რო შეხედავ wink love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top