ოლდ ტრაფორდის სათბობი სისტემის წყალობით, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოცნების თეტრში რომელიმე მატჩი გადადებულიყო თოვლის გამო. თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. ორმოცდაათიან წლებში ოლდ ტრაფორდი თოვლისგან ხელით იწმინდებოდა. არქივში შემორჩა ის უნიკალური, იშვიათი სურათები, თუ როგორ ყურადღებას უთმობენ ბასბი და მისი ბიჭები ოლდ ტრაფორდს და საკუთარი ძალებით ასუფთავებენ სტადონს. ეს სურათები იუნაიტედის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა და ფართო საზოგადოებისთვის ეს მატერიალი დღემდე იყო. ეს სურათები ჯეიმსონ კოფმა გადაიღო. ამ სურათებზე აღბეჭდილია იმდროინდელი პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელები - დანკან ედვარდსი, დენის ვაიოლეტი, ალექს დოუსონი, რომლებიც ეზიდებიან თოვლს და შესვენებაზე კი გუნდაობენ.