"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა თავისი პირველი გოლი "იუნაიტედში" 12 წელზე მეტი ხნის წინ გაიტანა, ამ პერიოდში კი მან 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა კლუბის რიგებში.
ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კაპიტნის საოცარ მიღწევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენაა.
როგორ გგონიათ, რამდენი ხანი დასჭირდა რუნის, სანამ "იუნაიტედის" მაისურით თავის პირველ თავურ გოლს გაიტანდა? პასუხის პოვნა ქვემდებარი სტატისტიკურ მონაცემებში შეიძლება:
- უეინ რუნის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2004 წელს "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში შედგა, სადაც მან ჰეთ-ტრიკით გამოიჩინა თავი.
- უეინ რუნიმ პრემიერ ლიგაში თავისი პირველი გოლი "იუნაიტედის" მაისურით "არსენალს" გაუტანა, რითაც "მეთოფეების" 49-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა.
- უეინ რუნის 249 გოლის გასატანად 546 მატჩის ჩატარება დასჭირდა, რაც 212 შეხვედრით ნაკლებია, ვიდრე სერ ბობი ჩარლტონის შედეგი.
- კაპიტნის საუკეთესო შედეგიანი სეზონი 2011/12 წლებში შედგა, როცა მან 43 მატჩში 34 გოლის გატანა მოახერხა.
- რუნის ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტი, 34 გოლი აქვს გატანილი, რომელთა შორისაა 2011 წელს "უემბლიზე" გამართულ ფინალში "ბარსელონას" კარის აღებაც.
- უეინ რუნის 45 გოლის გატანა დასჭირდა, სანამ თავის პირველ თავურ გოლს გაიტანდა და მან ეს 2007 წელს "არსენალთან" "ემირეიტს სტედიუმზე" მოახერხა.
- 2011 წელს "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი "მაკრატელა" "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრემიერ ლიგაში გატანილ გოლთა შორის საუკეთესოდ აირჩიეს.
სტატიები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.