"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ თავის დროზე ის გარეტ ბეილის ყიდვას ცდილობდა იმ დროს,როდესაც ბეილი "საუტჰემპტონის" რიგებში თამაშობდა.
"ნამდვილად ჩვენ გვინდოდა ეხლა უკვე "ტოტენჰემის" ფეხბურთელის გარეტ ბეილის ყიდვა,მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა.თვითონ ფეხბურთელი ნამდვილად არ იყო ამ ტრანსფერის წინააღმდეგი,მაგრამ ჩვენ უარი "საუტჰემპტონის" ხელმძღვანელობიდან მივიღეთ.ამის შემდეგ სულ რამოდენიმე კვირაში ბეილი "ტოტენჰემში" გადავიდა." - განაცხადა სერ ალექსმა.
"ყოველთვის ისე არ ხდება,როგორც გინდა.ეს ფეხბურთის წესია.ყოველთვის ვერ შეძლებ იმ ფეხბურთელის ყიდვას,რომელიც ძალიან გსურს,მაგრამ შესაძლოა მოძებნო მისი შემცვლელი.მაგალითად ჩვენ გვინდოდა პოლ გაისკონის შეძენა,მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.მის ნაცვლად ჩვენ გუნდში პოლ ინსი მოვიდა,რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა ჩვენთვის იმ დროს." - დაასრულა სერ ალექსმა.