თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 23:12
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 16
მოურინიო: "არ მესმის, როგორ ვანიავებთ ასეთ შანსებს"
მოურინიოს კომენტარი "სტოკთან" მატჩის შემდეგ
მოურინიო:
შედეგით უკმაყოფილო
"რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ფრე მაშინ არის კარგი შედეგი, როცა ოპონენტი შენზე უკეთესია, მაგრამ იმ დროს, როცა ჩვენ წარმოვადგენთ გუნდს, რომელიც პოზიტიურ შედეგზე ნადირობს, შანსებს ქმნის, შანსებს ანიავებს, ავტოგოლს უშვებს, ერთი ქულით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები"

რუნის რეკორდი
"ეს ბრწყინვალე მიღწევაა - ისტორიას ეს რეკორდი ბევრი, ძალიან ბევრი წლის მანძილზე შემორჩება. ვფიქრობ, მან დღევანდელი მიღწევით უნდა ისიამოვნოს და დანარჩენებმაც, ეს იმედგაცრუება მალევე დაივიწყონ"

კარგი გუნდური სულისკვეთება
"გუნდურ სულისკვეთებასთან პრობლემა არ მაქვს. არ არსებობს პრობლემა ფანებსა და ფეხბურთელებს შორის კავშირზე. მატჩის ბოლო წუთამდე ყველას სჯერა გამარჯვების მოპოვების და ეს კარგია, მაგრამ ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ ასეთი განიავებული შანსების შემდეგ ბრძოლისუნარიანობა არ დაკარგო. ამას დამატებული, უშვებ ავტოგოლს. არც კი ვიცი ვინ გაიტანა ეს გოლი - მატამ, დე ხეამ თუ სხვამ. რთულია, მაგრამ სულისკვეთება მაინც შევინარჩუნეთ და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"

კარგი თავდაცვა
"დე ხეა ბურთს არ შეხებია. მცველებმა ზედმიწევნით შეასრულეს ის დავალებები, რაზეც კვირის განმავლობაში ვავარჯიშებდით - პიტერ კრაუჩის განეიტრალება. პიტერი საჯარიმოს გარეთ საშიში არ არის, მაგრამ ძალიან საშიშია საჯარიმოში. არ მახსოვს, მეორე ტაიმში ის საჯარიმოში ბურთს საერთოდ თუ შეეხო. მათი კუთხურებიც კარგად გავანეიტრალეთ, მცველებმა კარგად იმუშავეს"

დომინანტი "იუნაიტედი"
"მატჩში ჩვენ ვდომინირებდით. საფეხბურთო დანაშაული იქნებოდა, ეს მატჩი რომ წაგვეგო. მაგრამ კმაყოფილი მაინც ვერ ვარ, რადგან ვერ ვიაზრებ როგორ ვაფუჭებთ ასეთ შანსებს თითქმის ყველა შეხვედრაში"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Eseti ar gamartleba ukve zedmetia ra bedi dagvcinis. Ra penalti ar dado am unamuso msajma.
0
№2
ავტორი: Bobi777
21 იანვარი 2017 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Mainc kaia
0
№3
ავტორი: ROONEY-RUNI
21 იანვარი 2017 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
დაცვაში არ დაგეთანხმები მოუ რააა ბაიე ერთი მემგონი ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს სმოლინგი მე იმ თავიდან არ მევასება და არც დღეს არ მომეწონა მაგის თამაში ჯოს კიდე არ უშავს მაგრამ არც მაგის იმედზე არ უნდა დავჩეთ როჯოც კარგია მაგრამ ვინიცის რამდეხანს გაგრძელდება მაგის ესეთი თამაში და არცაა ეს თამაში საკმარისი უნდა მოუმატოს კიდე და უკეთესი იქნება ის თუ ბაიესთვის კარგ მეწყვილეს ვიპოვნით
0
№4
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2017 23:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
Rogor ginda ar daetanxmo
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2017 23:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეგაა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა
0
№6
ავტორი: RED_manchester
21 იანვარი 2017 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
მწარე რეალობა feel
0
№7
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2017 23:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნერვები მეშლება რა, სიტი-ტოტენჰემი ჩავრთე და ლორისმა იმენა ლანგარზე მიართვა ორი გოლი სიტის, ჩვენთან მეკარის შეცდომა კი არა, საუკუნის მატჩს ატარებს მთელი დაცვის ხაზი. ნუ მომენტებიც გაანიავეს, მაგრამ ასეთი უაზრობა როდემდე უნდა გაგრძელდეს.

არადა რა კარგი ტური იყო, ყველამ დაკარგა ქულები.
0
№8
ავტორი: irakli87
21 იანვარი 2017 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ქულებს იმ დროს ვკარგავთ როცა ყველა კარგავს. იმ დროს ვიგებთ როცა ყველა იგებს. მრჩება შტაბეჭტილება რო მე-6 ადგილი გვერგო კარგა ხნის წინ აი განაღდებულად. არც მაღლა არც დაბლა. ასე დასრულდება ეს სეზონი სამწუხაროდ! კარგია რომ არ ვაგებთ მაგრამ აშკარად ეტყობა გუნდს რო კლასი აკლია, შესრულება. ერერას აქებენ მაგრამ კლასი არააქვს. გინდ იქით დადე გინდ აქეთ. შეტევაშიც ძაან სწრაფები გვყავს მაგრამ გადაცემა არუვარგათ არც შესრულება. ჩვენს 3 4 სწრაფ ფეღბურთელს კველა კომპონენტში ერთი ედენ აზარი ჯობია! სწრაფია, კრეატიული. გადაცემაც აქვს, გამტანიც არის. და ასევე სტაბილური. ჩემი აზრი ესეთია ერერას ნაცვლად უფრო ჩკვიანი მოაზროვნე კერიკივით გვჭირდება. ხოლო ჩვენმა შემტევებმა მინიმუმ აზარის 70 პროცენტის შესაძლებლობები ვერ აიღეს მაშინ ჯობია სხვა შევიძინოთ! სახელი არ შველის საქმეს. მარსიალი რეშფორდი ლინგარდი რაა მერე სწრაფები არიან მაგრამ არა შედეგიანები როგორებიც უნდა იყვნენ თან არასტაბილურები არიან.
3
№9
ავტორი: K1llsw1tch
22 იანვარი 2017 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ცოტა მეტი დრო რომ დაუთმოთ რეალიზაციაზე ვარჯიშს და სისწრაფე და ცოტა მეტი ფანტაზია გამოიჩინოთ ცუდი არ იქნება. სტოკს გასვლაზე ძუნძულით ვერ მოუგებ. ორ მწკრივად დალაგებულ დაცვას პოზიციური შეტევით ეპლ-ში ვერ გაარღვევ (ამიტომ ენძრევა გვარდიოლას). კონტრშეტევისას ძალიან ნელა მოქმედებს გუნდი. მოწინააღმდეგეს არ უნდა აცადო დაცვაში ჩასვლა და გადაწყობა, ეგ იყო ფერგის იუნაიტედი, მაქსიმალურად სწრაფი თამაში შეცდომების გარეშე. ესენი კიდევ სიარულით უტევენ და მაინც ბავშვურ შეცდომებს უშვებენ პასებში და ოდნავ პრესინგზე იბნევიან. მოკლედ, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, თორემ ასე საშუალო დონის გუნდივით თამაშით საშუალო დონის გუნდი სადაც არის ხოლმე ცხრილში იქ ვიქნებით კიდევ ძალიან დიდხანს.
0
№10
ავტორი: kobinio
22 იანვარი 2017 00:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Mata vs stoki 1: -1
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top