დღეს "სტოკ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეცვლაზე შემოსულმა უეინ რუნიმ მოახერხა, რომელსაც "იუნაიტედის" მაისურით გატანილი 250 გოლი დაუგროვდა, რაც საუკეთესო შედეგია კლუბის ისტორიაში.
"წითელი ეშმაკების" კაპიტანმა ლეგენდარული სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა რომელიც 249 გოლს ითვლიდა.
დღევანდელი გოლით რუნიმ ასევე ალან შირერს გადაასწრო და ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში სტუმრად გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ინგლისელის ანგარიშზე 88 გოლია.