თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 14:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 8
მოურინიო მატჩის წინ
პორტუგალიელი მწვრთნელი რთულ მატჩს ელის.
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზე მოურინიო "სტოკ სიტისთან" რთულ დაპირისპირებას ელის, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" "მეთუნუქეებს" ეწვევა.

"წითლებს" ყველა ტურნირზე 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, "სტოკმა" კი პრემიერ ლიგაში "იუნაიტედზე" ორივე გამარჯვება ბოლო სამ წელში მოიპოვა.

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას მოურინიომ აღნიშნა, რომ მისი გუნდი მარკ ჰიუზთან მორიგ რთულ დაპირისპირებას უნდა ელოდეს, მაგრამ სახლში სამი ქულით დაბრუნებას აპირებს.

"სტოკმა" საკუთარ თამაშში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. მათი თამაშის ხარისხზე ახლა უფრო მეტს ფიქრობენ. მაგრამ რაღაცები მათ დნმ-ს მაინც ეკუთვნის. ფიზიკური ფეხბურთელები, მაღალი თავდამსხმელები, გრძელი გადაცემები, სახიფათო სტანდარტულები, ტრიბუნებიდან წამოსული მოტივაცია, ქარიანი სტადიონი, სადაც გაცილებით მეტად არიან შეგუებულნი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ თუ შესაბამისად თამაშს - ამას ადვილად ეგუებიან. მაგრამ, ვნახოთ.

სიცივეა, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთ დრამატულ ზამთრის დღეს არ ჰგავს. როგორც ჩანს, წვიმა არ იქნება, ასე რომ, ვგონებ, კარგი პირობები გვექნება. მატჩი სამ საათზე შედგება (ადგილობრივი დროით) და წარმომიდგენია, "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენი გულშემატკივარი დაგვიჭერს მხარს.

"სტოკს" "იუნაიტედის" დამარცხება სურს, მაგრამ ჩვენ კარგი სერიის შენარჩუნება გვინდა, სამი ქულის აღებას ვაპირებთ, თუ შესაძლებელი იქნება და მერე "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემის" მატჩს დაველოდებით, სადაც ერთ-ერთი ან ორივე მათგანი დაკარგავს ქულებს. თუმცა, კარგი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ჩვენს მატჩს მოვიგებთ".


"სტოკის" ბოლოდროინდელი შედეგი დიდწილად პიტერ კრაუჩის კარგ ფორმაზეა დაფუძნებული, რომელიც, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მაღალმა ინგლისელმა ბოლო სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ახლა პრემიერ ლიგაში მე-100 გოლის გატანას უმიზნებს.

"ვფიქრობ, მის წინააღდეგ ძალიან რთულია თამაში. ერთი ფეხბურთელი მას ვერ შეაჩერებს, პიტერ კრაუჩის შეჩერება გუნდმა უნდა შეძლოს. ვიცით, რომ, როცა საჯარიმოშია და შესაბამის სამსახურს უწევენ, ძალიან რთულია - თუ შეუძლებელი არა - მისი შეჩერება. ამიტომ, გუნდური ძალისხმევა უნდა იყოს, ჩვენ კონტროლს და მის შეჩერებას ვეცდებით."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2017 14:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სტოკს ფერგის დროს კი ვუგებდით, მაგრამ მაგათთან ადვილი თამაში არასდროს გვქონია. ერთ-ერთი ყველაზე დისკომფორტული მეტოქეა ჩემთვის. უბრალოდ მაგათ სათამაშო სტილს ვერ ვიტან.

ბოლო დროს სისწრაფეც შემატეს თამაშს, გარდა ყველა იმ მახასიათებლებისა, რაც ისედაც ჰქონდათ. ჰიუზმა ცოტ-ცოტა ნიუანსები შეიტანა გუნდში, მაგრამ მაინც ისეთივე სტოკია. თან უკვე ბერაჰინოც დაიმატეს და ესეც დამატებითი სისწრაფეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2017 14:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როცა კონკურენტები ერთმანეთს ხვდებიან ან ქულებს კარგავენ, ესენი ვერასდროს ვერ იყენებენ ასეთ შანს და ბოლოს და ბოლოს უნდა მოვიგოთ ამ სიტუაციაში თამაში და, რაიცი იქნებ სიტის გავასროდ ამ ტურში. მთავარია ჩვენ მოვიგოთ და ყველა შემთხვევაში ვიხეირებთ მაინც
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2017 15:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ადვილი არ იქნება მარა გამარჯვებების სერია უნდა გაგრძელდეს. ძალებს სწორად ანაწილებს, შემადგენლობა ხელს უწყობს და ტრავმებიც არ არის. ბაიის წასვლა არ კი იგრძნობა, დაცვის ცენტრში უკვე ისეთი კონკურენციაა. ჯერჯერობით ყყველაფერი რიგზეა, მთავარია ესე გავაგრძელოთ
0
№4
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 15:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ოლდზე ის ნიცია რო ამხსენდება რევანში უნდა აიღონ ბიწებმა რა ჰანდიკაპით მოგება უნდა დადონ და როგორც მინიმუმ მოგება რუნდა გაუჭირდეთ
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
21 იანვარი 2017 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
წარმატებებიიი
0
№6
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2017 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
აუცილებლად უნდა მოვიგოთ ჟოზეე
0
№7
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2017 16:42
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დიდი უპირატესობა გვექნება და მომენტებს შევქმნით, მთავარია მინიმუმ 2 ან 3 გოლი გავიტანოთ, რომ მერე ნერვიულობაში არ გავატაროთ მატჩის ბოლო მონაკვეთი.

გული მიგრძნობს ფელაინის ათამაშებს, შეიძლება კრაუჩის წინააღმდეგ გამართლებულიც იყოს.
0
№8
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Unda mogvego
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top