"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა განაცხადა,რომ "ტოტენჰემთან" მატჩში უეინ რუნის წინააღმდეგ თამაშის დარღვევის დროს თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა ხალხს "ტოტენჰემთან" ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ.რიო შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონისა და მაიკლ კერიკის აზრს,რომლებიც აცხადებენ,რომ "ტოტენჰემთან" მატჩში უეინ რუნის საჯარიმოში წაქცევის დროს თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო.
"მსაჯი ნამდვილად შეცდა იმ მომენტში,როდესაც უეინ რუნი საჯარიმოში წააქციეს.ეს იყო ნამდვილი თერთმეტმეტრიანი,მაგრამ მსაჯს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.შთაბეჭდილება მრჩება ისეთი თითქოს მსაჯმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საბოლოოდ თამაშის წესის დარღვევად არ მიიჩნია ის მომენტი.ჩვენ გვქონდა საშუალება ყველა ინტრიგა მოგვეკლა იმ მატჩში." - ციტირება რიო ფერდინანდის ინტერვიუდან MANUTD.COM-თან.
რიო ფერდინანდმა ასევე რობინ ვან პერსის გოლზეც ისაუბრა.
"სასიხარულოა,რომ ჩვენ პირველი მოვახერხეთ გოლის გატანა.იმ მომენთში ტომ ქლვერლიმ შესანიშნავი პასი გააკეთა,მაგრამ აღსანიშნავია რობინ ვან პერსის შესანიშნავი თაური დარტყმა.მან მეკარეს არანაირი შანსი არ დაუტოვა.ამის შემდეგ ჩვენ ბოლო წუთზე საკუთარ კარებში გოლი მივიღეთ."ტოტენჰემი" ბრწყნივალე გუნდია და ასევე მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ.ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და ამ ბრძოლით მათ 1 ქულა გამოიმუშავეს." - განაცხადა რიო ფერდინანდმა.