ვიდიჩი: "წელს ყველაფერი შეცვლილია, გვინდა პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ."
"მანჩესტერ იუნაიტედის" სერბ ფეხბურთელს ნემანია ვიდიჩს მტკიცედ სჯერა, რომ წინა სეზონში, მისმა გუნდმა შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა და წლის ბოლოს ორივეს - ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის ტიტულს მოიპოვებს.
ნემანიას თქმით, გუნდის ევროპულ ტურნირებში არც თუ ისე კარგი თამაშის მიზეზად რამდენიმე ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ამ ფაქტორებმა სამომავლოდ ფეხბურთელების ამბიციები გააორგმაგა.
"ამ სეზონში, ჩვენი მიზანი ორივეს ტურნირის - ჩემპიონთა და პრემიერ ლიგის მოგებაა. წინა წელს, ევროპულ ჩემპიონატებში არასასიამოვნო გასეირნება გვქონდა, თუმცა ვფიქრობ, რომ წელს ყველაფერი შეცვლილია, რადგან ჩვენ უკვე დაშვებულ შეცდომებზე საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ და თანაც საკმაოდ დასვენებულებიც ვართ." - განაცხადა სერბმა Daily Star-თან ინტერვიუში.
"ალბათ ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით, რადგან ყოველთვის იოლად ვხვდებოდით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. წარუმატებლობის კიდევ ერთი ფაქტორი ტრავმებია - ამ ფაქტორს მეც ხომ ვემსხვერპლე. ასევე გუნდში გვყავდა ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელი.
მაგრამ ახლა ყველაფერი შეცვლილია - ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გამოცდილება შეიძინეს, ბედიც ჯერ-ჯერობით არ გვღალატობს და ტრავმები არ მასიურად აღარ გვაწუხებს."
ვიდიჩზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ზაფხულის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტრანსფერმა, შინჯი კაგავას "დორტმუნდიდან" "მანჩესტერში" გადაბარგებამ.
"ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის "იუნაიტედში" გადმოსვლა და ყოველკვირეულად თამაშის შანსის მიცემა დიდი მიღწევაა. საკმარისი არ არის, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარო კარგად და ამით კმაყოფილი დარჩე. ასეთ დონეზე ყოველ კვირას, ყოველ მატჩში უნდა ითამაშო. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს "იუნაიტედში" ირიცხებიან, ამის გაკეთება უკვე შეუძლიათ. ასევეა შინჯი კაგავაც - ის ძალიან კარგად შეეწყო თანაგუნდელებს. შინჯი ძალიან ტექნიკურია და ყოველთვის ცდილობს, რომ მატჩში მაქსიმალურად ჩართული იყოს" - დაასრულა ვიდიჩმა.
წყარო: SkySports.Com