თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1734,
კომენტარები: 8
მოურინიო: "იანვრის ფანჯარა სასწრაფო დახმარებაა"
მოურინიო ზამთარში გუნდის გაძლიერებას არ აპირებს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ მიანიშნა, რომ იანვარში ფეხბურთელს არ შეიძენს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ჯერ კიდევ არავინ გადაუბირებია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა ორი ფეხბურთელი უკვე გაყიდა: მორგან შნეიდერლინი "ევერტონში" და მემფის დეპაი "ლიონში".

არადა, "წითელი ეშმაკების" სახელს ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ, რომელთა შორის მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი და "მონაკოს" ნახევარმცველი ბერნარდუ სილვაც არიან.

მაგრამ მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი სატრანსფერო საქმიანობას მხოლოდ ზაფხულში აწარმოებს.

"ვფიქრობ, ზოგიერთ პოზიციაზე კომფორტული მდგომარეობა გვაქვს რიცხობრივად, რწმენისა და ფიქრის თვალსაზრისითაც.

მე უნდა მჯეროდეს, რომ სათასო ტურნირებზე შორს წავალთ და ბევრი მატჩი გვექნება.

აპრილსა და მაისში გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და ევროპა ლიგის მატჩებიც უნდა ჩავატაროთ ხუთშაბათობით, პრემიერ ლიგის მატჩები კი კვირას, რადგან ორშაბათს თამაშით მცირე ბონუსსაც კი ვერ მივიღებთ.

გარკვეულ პოზიციებზე პრობლემები ალბათ, გვექნება, რადგან ბევრი არჩევანი არა გვაქვს, მაგრამ ტრავმებში გვიმართლებს და იმედია, მეტი პრობლემა არ გვექნება, რათა ყველა იმ ტურნირზე ბრძოლის კონდიციები შევინარჩუნოთ, სადაც ვასპარეზობთ.

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ საუკეთესო დრო ზაფხულის სატრანსფერო ბაზარია და იანვრის ბაზარს სასწრაფო დახმარებად აღვიქვამდი, რომლის საშუალებითაც ზოგიერთი პრობლემის მოგვარება შეიძლება.

გუნდს ოდნავ ბიძგს მისცემ, მაგრამ ადვილი ბაზარი არ არის, უნდა აღვნიშნო."


წყარო: express
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
21 იანვარი 2017 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
exla gunds siaxle nagdad ar chirdeba kai sastavia da unda itamashon shedzleben yvelafers,ai zafxulshi kide mixedavs mou saqmes
0
№2
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2017 17:02
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
შარშან ამ დროს ნახევარი გუნდი ლაზარეთში იწვა, რას შვებოდა ნეტა ვან გაალი ასეთს?

რომელიმე პოზიციაზე ფეხბურთელი რომ გვაკლდეს, კიდე ჰო, რაღაც ტრანსფერს გაჩარხავდი, მაგრამ ზამთარში სერიოზულ ძალას ვერ დაიმატებ და ბალასტი ჩვენიც გვეყოფა.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2017 17:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასეც იყო მოსალოდნელი
0
№4
ავტორი: Mixito
21 იანვარი 2017 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Grizmans tu daimatebs daimatos da sxva araa sajiro
0
№5
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2017 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Xo znelia zamtarshii vinme seriozulis yidva
0
№6
ავტორი: dybbuk
21 იანვარი 2017 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
და ვინ უნდა ეყიდა რო? ზამთარში არავინ გაყიდის მნიშვნელოვან ფეხბურთელს და ხლამის მოყვანას ჩვენც ბევრი გვყავს ეგეთი მოსაშორებელი, იანგი და ლინგარდი უნდა მიყვეს შნაიდერლინის და დეპაის გზას, დარმიანიც
0
№7
ავტორი: MEMPHIS 7
21 იანვარი 2017 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
დოლბერგი და გრიზმანი დაითრიე მოუ და სხვა შენიცი მერეე
0
№8
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2017 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დიდი ტრანსფერი იშვიათად რო ზამთარში მოხდეს, რაც მახსენდება მატას ტრასფერი იყო ზამთარში ხო? სხვას ვერ ვიხსენებ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top