თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 22:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3117,
კომენტარები: 13
"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "bet 365", სტოკ-ონ-ტრენტი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 22-ე ტური
თარიღი: შაბათი, 21 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"

ტრავმირებულები: უოლტერსი, კემერონი, ბატლენდი, აირლენდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელნი: დიუფი, ბონი, სობჰი (ეროვნული ნაკრები_
განაცხადი:

"სანდერლენდთან" დაპირისპირების გამოტოვების შემდეგ ფორვარდი ბოიან კრკიჩი კვლავ მზად არის თავის გუნდს დახმარება გაუწიოს "იუნაიტედთან" მატჩში. დიუფი, ბონი და სობჰი აფრიკის თასზე თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში სათამაშოდ გაემგზავრნენ, სხვა მხრივ მარკ ჰიუზს ახალი ტრავმირებულები არ ჰყავს.



"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები
განაცხადი:

ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს პატარა პრობლემები აქვს და ლაზარეთი პრაქტიკულად ცარიელია. ერიკ ბაიი ვერ ითამაშებს, რადგანაც აფრიკის თასზე იმყოფება.


"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


მე-9 ადგილი, 27 ქულა

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-წ-მ-მ

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სტოკ სიტი" პრემიერ ლიგის ბოლო 4 საშინაო მატჩში არ მარცხდება, 3 მათგანში კი კარის "მშრალად" შენარჩუნება მოახერხა და მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა თავის მოედანზე ჩატარებულ 8 მატჩში: +4=3-1

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ სახლში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში მარკ ჰიუზი მხოლოდ ორჯერ დამარცხდა (+3=3-2).

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 40 ქულა

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-მ-ფ

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 16 მატჩში არ მარცხდება (+12=4). უკანასკნელი მარცხი "წითელმა ეშმაკებმა" 2016 წლის 3 ნოემბერს "ფენერბაჰჩესთან" მატჩში განიცადეს (2-1).

2012 წლის ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ "იუნაიტედს" პირველად შეუძლია ყველა ტურნირზე ჩატარებულ ზედიზედ 5 გასვლით მატჩში გამარჯვება.

"წითელ ეშმაკებს" 2016 წლის 23 ოქტომბერს "ჩელსისთან" 4-0 წაგებული მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგის ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი არასდროს გაუშვიათ.

ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგაში "სტოკ სიტის" წინააღმდეგ ჩატარებულ 3 გასვლით მატჩში 2 წააგო. ასეთი მაჩვენებელი პორტუგალიელ სპეციალისტს მხოლოდ "მიდლსბროს" საშინაო არენაზე, "რივერსაიდზე" აქვს.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სტოკ სიტი"


წამყვანი ბომბარდირი: ალენი - 5 გოლი (5 ლიგაში).

პიტერ კრაუჩს ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ პრემიერ ლიგის 26-ე ფეხბურთელი გახდეს, რომელსაც თავის აქტივში მინიმუმ 100 გოლი ექნება. თავისი 99 გოლიდან კრაუჩმა მხოლოდ 2 გაუტანა "იუნაიტედს". თუ ამას შაბათს მოახერხებს, "მეთუნუქეების" პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც პრემიერ ლიგის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა გოლი.

თუ მოედანზე ფილ ბარდსლი და რაიან შოუკროსი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: იბრაჰიმოვიჩი – 19 გოლი (14 ლიგაში),

უეინ რუნის კიდევ ერთი გოლის გატანა სჭირდება გასვლაზე იმისათვის, რომ ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში სტუმრად გატანილი გოლების მიხედვით საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამჟამად იგი პირველობას 87 გოლით ალან შირერთან იყოფს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. ამჟამად იგი პირველობას 249 გოლით სერ ბობი ჩარლტონთან იყოფს.

რუნიმ ინგლისის ჩემპიონატში "იუნაიტედის" მაისურით 179 გოლი გაიტანა. საკლუბო ბომბარდირებს შორის ეს მაჩვენებელი უკეთესი მხოლოდ ჯეკ როულის (182) და ბობი ჩარლტონს (199) აქვთ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ოქროს ბუცისთვის" დავაში დიეგო კოშტასა და ალექსის სანჩესთან ერთად პირველ ადგილს იყოფს.

ზლატანის მიერ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში გატანილმა 14 გოლმა "იუნაიტედს" 11 ქულა მოუტანა (გუნდში საუკეთესო შედეგი). ასეთი მაჩვენებელი გოლების ეფექტურობითა და ქულებით პრემიერ ლიგაში მხოლოდ დიეგო კოშტას აქვს (14 გოლი - 11 ქულა).

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 105-ჯერ შეხვდნენ. "სტოკმა" გამარჯვება 28 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 43-ში, ხოლო 34 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მეთუნუქეები" "მანჩესტერ იუნაიედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში არ მარცხდება: +2=1

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "სტოკ სიტის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო: +1=2-1

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "სტოკი" - 22 მოგება, "იუნაიტედი" - 38 მოგება, ფრე - 27.

პრემიერ-ლიგა "სტოკი"- 2 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 3.


"სტოკ სიტის" სტადიონი"


ლიგა: "სტოკი" - 17 მოგება. "იუნაიტედი" - 13 მოგება, ფრე - 13 .

პრემიერ-ლიგა: "სტოკი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 4 მოგება, ფრე - 2

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"სტოკ სიტი" 2-0 "მანჩესტერ იუნაიტედი"

თარიღი: 26 დეკემბერი, 2015 წელი
მსაჯი: კევინ ფრენდი
გოლი "სტოკის" რიგებში: კრკიჩი 19, არნაუტოვიჩი 26

"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობები


"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"სტოკ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა განსაჯა, 3 წითელი ბარათი და 77 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები:
ჯეიკ კოლინი, რიჩარდ უესტი
სათადარიგო მსაჯი: გრემ სკოტი
მატჩის წინ
13 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2017 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რთული და ძლიერი მეტოქეა სტოკი, მითუმეტეს სახლში, მაგრამ მგონია რომ მოვიგებთ, წარმატებები ბიჭებს manunited
0
№2
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2017 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
რთული თამაში იქნება მაგრამ აუცილელად მოსაგები სხვა გზა არ გვაქ უბრალოდ am love
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2017 23:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გასვლაზე სულ გვიჭირს სტოკთან, მაგრამ ამ თამაშში ქულების დაკარგვა უკვე აღარ შეიძლება
0
№4
ავტორი: R10NEY
20 იანვარი 2017 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ეს უეჭველი მოსაგები თამაშია am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№5
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 23:45
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მაიკლ ოლივერი ხო გვიდებს ყველა თამაშში პენლებს, კლატენბურგი კაცს გვიგდებს ხოლმე, ასე რომ ამ მხრივ სიფრთხილეს ვურჩევდი ყველას, განსაკუთრებით როხოს.
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
21 იანვარი 2017 00:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდით ბიჩებო ხვალ მოგება მწყურია ამათთან სხვა გზა არ არი უბრალოთ ნამეტარი აიშვეს ჩვენთან და დრო წაუსნიკერსოთ სტოკი 0-3 მანჩესტერი წინ ემიუ
0
№7
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Didi angarishii minda raa emiuuu :-* 0:3 1:4
0
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
21 იანვარი 2017 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მოგება გვინდა რათქმა უნდა უნდა დავახუროთ ბურთი თავზე და დავიწყოთ ახალი სერია მოგებების
0
№9
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2017 01:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აი ესეთი ერთი-ორი თამაში მოგვაგებინა 5:0 ან 6:0 მერე უფრო გაუადვილდებათ სხვა გუნდებთან მოგება, ეხლა ყველა ხვდება რომ ჯერ ეს მანუ ის არაა რაც იყო ამიტომ თავიდანვე თავს იგიჟებენ, ფერგის დროს ბევრი გუნდა სანამ თამაში დაიწყებოდა უკვე წაგებული ქონდათ თამაში...
0
№10
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 07:26
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სტოკის სტადიონს სახელი შეუცვალეს? ))) რა 367 ბეთ :DD ყველგან ეს ტოტალიზატორი როგორ ეკვეხება ტო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top