თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1639,
კომენტარები: 9
დე ხეა: "თავიდან მეც მიჭირდა"
დე ხეას პოგბას წარმატების სჯერა.
დე ხეა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს, დავიდ დე ხეას სჯერა, რომ პოლ პოგბა "წითელი ეშმაკების" რიგებში წარმატებას მიაღწევს.

ესპანელი კიპერის პროგრესი ერთ-ერთი სასიამოვნო მოვლენა იყო, რაც სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში "იუნაიტედს" შეემთხვა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვის პროგრესსაც "იუნაიტედის" გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, პოლ პოგბაა, რომელიც "ლივერპულთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ კრიტიკოსთა სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა.

დე ხეა, რომელსაც "ატლეტიკოდან" გადასვლის შემდეგ პრობლემები აღენიშნებოდა ინგლისში, მიიჩნევს, რომ ფრანგი ნახევარმცველის უნარები ეჭვის საფუძველსაც კი არ იძლევა.

როცა ჰკითხეს, პოგბა პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ კვლავ ფამილაურად უდგება თუ არა საკუთარ თავს, დავიდმა უპასუხა: "არა. უმაღლესი დონის მოთამაშეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დიდებული ნახევარმცველი და გასახდელ ოთახში კარგი ადამიანია. საოცარი ფეხბურთელია.

თავდაპირველად, როცა ქვეყანას, ფეხბურთელებს და აქაურ ფეხბურთს არ იცნობ, ცოტა რთულია. მაგრამ უნდა იბრძოლო, ივარჯიშო და საკუთარ თავზე იფიქრო.

თავიდან მეც გამიჭირდა. ახალ ფეხბურთთან, ახალ ფეხბურთელებთან და ახალ ენასთან ერთად ყველაფერი გართულდა. მაგრამ მე ჩემი თავის მჯეროდა და ბრძოლას არ ვწყვეტდი.

ამ ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში, შეცდომებს უშვებ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. ნორმალურია, რომ მეკარემ და ფეხბურთელმა შეცდომა დაუშვას".


წყარო: skysports
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
21 იანვარი 2017 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
yvelaferi magrad iqneba,datucha ki sauketeso gvyavs
0
№2
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 10:41
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
პოგბა უბრალოდ ისეთი ნიწის პარტრონია და თვითონაც ეტყობა რო თურამე არგამოსდის განიცდის და შრომობს ვარჯიშებზე რო შანსი არაა ვერ გაამართლოს ამ მომენტში ცუდი ნამდვილად არაა უბრალოდ იმ ფონზე რო მეტი შეუძლია მაგიტო შეიზლება გააკრიტიკოს ვიღაცამ თორე ესე ეხლა როგორც თამაშობს ესეთსაც კი ბევრი გუნდი ინატრებდა ნახევარდაცვაში ყველაფაერი წინააქ მარტლა პირველი სეზონია რამდენიმე თვეა რაცაქაა და ეს დეპაი არაა რო ჩაქრეს ამის შანსი არარსებობს :D :D :D პოლი მომავალ სეზონში უდიდეს წვლილს შეიტანს ტიტულების დადებაში
0
№3
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2017 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ratqma unda dro unda....Ra unda iyos kaci pogbas klashi ro echvi sheeparos)))
0
№4
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2017 11:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თვითონ შრომა არ შეწყვიტოს და გულხელდაკრეფილი არ დაჯდეს მთავარია, განვითარებით როგორ ვერ განვითარდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
21 იანვარი 2017 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
დატიკუნა შენ მაინც სხვა დონე ხარ და მემგონი ერთადერთ გუნდში რომელიც ყველაფრის და მიუხედავათ მაინც კარგათ თამაშობს და ამიტომააა საუკეთესო მეკარეა
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2017 12:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მართალს ამბობს, პოგბას მეტი შეუძლია და ადაპტაციასთან ერთად გამოჩნდება ყველაფერი
0
№7
ავტორი: Gamkrelidze
21 იანვარი 2017 13:31
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ბუნებრივია, სერია ა-დან რო პრემემიერლიგაში გადმოდიხარ და თანაც იუნაიტედში...
0
№8
ავტორი: Phil Jones
21 იანვარი 2017 14:25
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
არასდროს დამავიწყდება ის რომ ახალგაზრდული ესპანეთის ნაკრები რო ჩამოვიდა და ქუთაისში იყო თამაში და მე ზუგდიდიდან დავიzარე წასვლა :(( არადა იქ "სვიაzებით" შემეძლო მინიმუმ ფოტოს გადაღება ამასთან, უბრალოდ მაშინ მგონი გადაწყვეტილი არ იყო თუ ახალი გადმოსული იყო მანჩესტერში :((
0
№9
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dzalian magra uyvars rac mtavaria manuu
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top