თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1719,
კომენტარები: 10
დე ხეა: "ოთხივე ტიტულისთვის ვიბრძვით"
ესპანელი მეკარე თვლის, რომ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
დე ხეა:
დავიდ დე ხეა აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს რომელიმე კონკრეტული ტურნირისთვის უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭებას, ვიდრე სხვისთვის და გუნდი ყველა ტიტულისთვის ერთნაირად იბრძვის.

პრემიერ ლიგაში ამჟამად მეექვსე ადგილზე მყოფ "იუნაიტედს" კარგი შანსი აქვს, რომ მიმდინარე სეზონი ტიტულის მოგებით დაასრულოს, რამეთუ გუნდი ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში გავიდა, ლიგის თასის ფინალამდე ერთი მატჩი აშორებს და ევროპა ლიგის პლეი-ოფ რაუნდშიც გააღწია.

დე ხეას "იუნაიტედთან" ერთად ერთხელ აქვს მოგებული პრემიერ ლიგა, ერთხელ ინგლისის თასის და სამჯერ ქომუნითი შილდი, ესპანელს კი უფრო მეტი წარმატების მიღწევა სურს.

"ოთხ ტურნირზე ვართ და ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ.

ლიგის თასის ფინალს მივუახლოვდით, რომელიც "უემბლიზე" გაიამართება და ამისთვის მზადება შაბათს "სტოკთან" მატჩით უნდა დავიწყოთ.

გამარჯვებების სერიის შენარჩუნება გვსურს. კარგ სერიას ვაჩვენებთ და ამავე დონეზე უნდა დავრჩეთ, ბევრი თამაშის მოგება ვცადოთ და მერე გამოჩნდება, რომელ ადგილს დავიკავებთ ჩემპიონატში".


"იუნაიტედს" ყველა ტურნირზე თავისი ზედიზედ მეათე გამარჯვების მოპოვებაში "ლივერპულმა" შეუშალა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მატჩის მიმდინარეობისას მარცხდებოდა და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, დე ხეა იმედგაცრუებულია შედეგით და თანაგუნდელებს "სტოკთან" სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

"ამ მატჩით იმედგაცრუებული ვიყავით, რადგან გამარჯვება გვინდოდა. სახლში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდით და ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. ბევრი შანსი შევქმენით, მეტი, ვიდრე მათ, ამიტომაც ცოტა იმედგაცრუებულნი ვართ.

"სტოკთან" რთული მატჩი გვექნება, იქ გასვლაზე თამაში ადვილი არასდროს არის. ქარიანი ადგილია, ყოველთვის ომის გადატანა გიწევს. მაგრამ თავდაჯერებულები უნდა ჩავიდეთ, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის თამაში ვცადოთ და მოვიგოთ."


წყარო: skysports
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: rene harrison_
21 იანვარი 2017 13:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ეჰჰ ჯერ მეექვსე ადგილს გავცდეთ დავით
0
№2
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2017 13:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არადა, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის არ ვიბრძვით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Gamkrelidze
21 იანვარი 2017 13:46
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
სასურველი შედეგი წელს იქნება ესეთი:
EFL თასი - მოგება
FA თასი - მინიმუმ ფინალი
პრემიერ ლიგა - მესამე ადგილი
ევროპის თასი - მინიმუმ ნახევარფინალი
1
№4
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2017 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Yvelgan dexea yvelgan ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2017 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სტოკში მართლა სულ ქარია wink
0
№6
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 15:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: GaMkReLa
სასურველი შედეგი წელს იქნება ესეთი:
EFL თასი - მოგება
FA თასი - მინიმუმ ფინალი
პრემიერ ლიგა - მესამე ადგილი
ევროპის თასი - მინიმუმ ნახევარფინალი

მე ვიტყვი რო სასურველი იქნება ყველა თასის მოგება იმიტორო რეალურად შეგვიძლია და რაც პრემიერ ლიგას შეეხება იქ ჩემპიონობის პრეტენზია არმაქ აი ლივერპულთან რომოგვეგო კიდე რაღაც შანსები იქნებოდა ისიც ჩელსი და მეორე ადგილოსანი გუნდი თუ არასტაბილურები გახდებოდნენ მარა რთულლია წარმოიდგინო რო ესეთ დროს ესეთი ჩელსი უცებ ჩამოქვეითდება მიტუმეტეს არც ბოქსინგ დეი ქონიათ არც ლიგაზე არიან და მშვიდად დასვენებულები ელოდებიან მატჩებს პრემიერ ლიგიდან პრემიერ ლიგამდე
0
№7
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2017 15:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ეს წელი უტიტულოდ არ დასრულდება. ლიგაზე დაბრუნება და თასი მშვენიერი შედეგი იქნება
0
№8
ავტორი: giorgi kandelakisvili
21 იანვარი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: GaMkReLa
სასურველი შედეგი წელს იქნება ესეთი:
EFL თასი - მოგება
FA თასი - მინიმუმ ფინალი
პრემიერ ლიგა - მესამე ადგილი
ევროპის თასი - მინიმუმ ნახევარფინალი


ეგ ხო მაგრამ ევროპა უნდა მოვიგოთ ფა თAშI კიდე ყოველთვის მაგრად გამოვდივართ
მესამე ადგილი რთULი იქნება
0
№9
ავტორი: s.a.b.a
21 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
[quote=shotkin][quote=GaMkReLa]სასურველი შედეგი წელს იქნება ესეთი:
EFL თასი - მოგება
FA თასი - მინიმუმ ფინალი
პრემიერ ლიგა - მესამე ადგილი
ევროპის თასი - მინიმუმ ნახევარფინალი[/quote]
მე ვიტყვი რო სასურველი იქნება ყველა თასის მოგება იმიტორო რეალურად შეგვიძლია და რაც პრემიერ ლიგას შეეხება იქ ჩემპიონობის პრეტენზია არმაქ აი ლივერპულთან რომოგვეგო კიდე რაღაც შანსები იქნებოდა ისიც ჩელსი და მეორე ადგილოსანი გუნდი თუ არასტაბილურები გახდებოდნენ მარა რთულლია წარმოიდგინო რო ესეთ დროს ესეთი ჩელსი უცებ ჩამოქვეითდება მიტუმეტეს არც ბოქსინგ დეი ქონიათ არც ლიგაზე არიან და მშვიდად დასვენებულები ელოდებიან მატჩებს პრემიერ ლიგიდან პრემიერ ლიგამდე egrea tore GDA****** yvelam tavze
0
№10
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imedia ligaze gavalt :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top