ვან პერსი: "ყოვეთვის არსებობს რაღაც, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა"
"წითელი ეშმაკების" ჰოლანდიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ არ შეჩერდება იმ მიღწეულ წარმატებაზე და გამოტყდა, რომ ოდნავადაც არ ნანობს ზაფხულში გაკეთებულ ტრანსფერს....
მიმდინარე ინგლისის ჩემპიონატზე "იუნაიტედის" ფორვარდმა 18 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონთა ლიგისა და ფა თასის, გარდა. თავად რობინი, თვის თავზე მოკრძალებულად საუბრობს და აცხადებს, რომ ის კიდევ უნდა გაიზარდოს: "დიახ, მე კარგი კარიერის დასაწყისი მაქვს ახალ კლუბში. მაგრამ როდესაც ვუყურებ ჩემს მომენტებს, ვფიქრობ რომ, ჯერ კიდევ არ გამომივლენია ჩემი შესაძლებლობები. მატჩში ბევრი გოლის გატანის შანსი მაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტან. მე მხოლოდ იმ პოზიციაზე ვრჩები, როდესაც იწყებ ფიქრს, ყველაფერი კარგადაა, შენ აუცილებლად გააუარესებ შენს თამაშს." – განაცხადა ჰოლანდიელმა ფორვარდმა Daily Mail–თან.
"როდესაც უკან ვიხედები და ვხედავ, რომ ბოლო 10 თამაშში 10 გოლის გატანა მოვახერხე, ვფიქრობ ეს ჩემთვის კარგი შედეგია. მაგრამ საუკეთესო სცენარი იქნებოდა, რომ 14–15 გოლი მქონოდა გატანილი. ამ შეხვედრებში მე მქონდა, 4–5 ასპროცენტიანი მომენტი, მაგრამ ყველას გამოყენება ვერ შვძელი. არ გაიგოთ ცუდად, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ "იუნაიტედში". მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცა, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა."
"სულ ახლახანს სერ ლაექსმა განაცხადა: "ვფიქრობ, რობინი შესაფერის დროს, შესაფერის ადგილას მოვიდა" მე ამას მართლაც ვგრძნობ. მე ვგრძნობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მაგალითად, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, ორი წლით გამეხნგრძლივებინა კონტრაქტი "არსენალთან", ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე."
"წინა წლის ზაფხულში, ჩემთვის დიდი პრობლემა იყო, კლუბის არჩევა. ბოლო დროს ეს ფაქტი ძალიან მთრგუნავდა. მაგრამ, დღეს დღეობით, ხალხის თქმით მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე. "არსენალზე" არაფერი ცუდის თქმა არ შემიძლია. ეს დიდი კლუბია, რომელმაც მსოფლიოს ბევრი კარგი ფეხბურთელი აჩუქა. მაგრამ რვა წლიანი თამაშის შემდეგ, ვგრძნობდი, რომ სხვა გამოწვევა მინდოდა მიმეღო."
"ახლა, მე ნამდვილად ვტკბები ჩემი ცხოვრებით. მე ბედნიერი ვარ ყველა იმ წვრილმანით, რომელსაც ბევრი ვერ ხედავს. მაგალითად, როდესაც ვხედავ რაიან გიგზს და პოლ სქოულზს, თუ როგორ ვარჯიშობენ, მე უბრალოდ ჩემს თვალებს არ ვუჯერებ."
რობინი სიხარულით იხსენებს იმ გოლს, რომელიც მან მანჩესტერულ დერბიში გაიტანა და მილიონობით ხალხს მიანიჭა სიხარული: "ამ მატჩის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ჩვენ ვგრძნობდით დიდ ზეწოლას. შემდეგ კი შევძელი და 92 წუთზე, გოლი გავიტანე, მათ მინდორზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი მომენტი ჩემს ახალ კლუბში."