19-01-2017, 19:00
ნანახია: 2475,
კომენტარები: 18
ფეხბურთი და მე: ენტონი მარსიალი
ფრანგი თავდამსხმელი საფეხბურთო თემაზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
ენტონი მარსიალმა United Review-სთან ინტერვიუში "ფეხბურთი და მე" სხვადასხვა სახის შეკითხვას უპასუხა.
ვინ იყო თქვენი საფეხბურთო გმირი ბავშვობაში?რონალდო, ბრაზილიელი, და რონალდინიო.
თქვენი საუკეთესო გოლი რომელია?"ლივერპულის" კარში "იუნაიტედში" ჩემი დებიუტისას გატანილი გოლი. იმედი მაქვს, მათ წინააღმდეგ კიდევ გავიტან.
პირველად რომელ საფეხბურთო მატჩს დაესწარით?"პარი სენ-ჟერმენი" "ლიონის" წინააღმდეგ.
ვინ იქონია თქვენს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა?ჩემმა ოჯახმა - ჩემმა ძმამ და მამამ. ჩემი ძმა იოჰანი საფრანგეთის მეორე დივიზიონში "ტრუას" რიგებში თამაშობს.
წარსულში დაბრუნება რომ შეგეზლოთ და ისტორიიდან რომელიმე მატჩში 90 წუთი გეთამაშათ, რომელს აირჩევდით?ჰმ, 1998 წლის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გუნდში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
წყარო:
manutd.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.