"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი კლუბია, რომელსაც ანტიტერორიზმის მენეჯერი ჰყავს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანტიტერორიზმის მენეჯერი დაიქირავა, რაც გაერთიანებულ სამეფოში პირველი შემთხვევაა.
აღნიშნული დანიშვნის შესახებ გულშემატკივართა ფორუმზე გამოაცხადეს და ეს როლი დიდი მანჩესტერის პოლიციის გამოძიებათა ბიუროს ყოფილმა ინსპექტორმა მოირგო.
"ტერორის ექსპერტი" ცხრა თვეა კლუბში მუშაობს, რაც ნათლად აისახება "ოლდ ტრაფორდზე" არსებული უსაფრთხოების მზარდ მეთვალყურეობაზე.
2015/16 წლების სეზონის ბოლო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" დროებით ჩაიშალა, რადგანაც სტადიონზე ბომბი აღმოაჩინეს, რის შესახებაც მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წვრთნების დროს დატოვებული ყალბი ბომბი იყო.
"არსენალთან" მიმდინარე სეზონის მატჩის წინ კი იყო შემთხვევა, რომ ორმა უცხოელმა ტურისტმა ღამე "ოლდ ტრაფორდზე" გაათია, რათა მეორე დღეს მატჩს დასწრებოდნენ.
საერთოდ კი, უსაფრთხოებას მაშინ მიექცა ყურადღება, როცა 2015 წლის ნოემბერში პარიზზე თავდასხმა მოხდა, რომლის სამიზნეც "სტად დე ფრანსი" იყო.
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უფრო მეტი ადამიანის დაქირავება კი მაშინ გახდა საჭირო, როცა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად სტადიონზე მისული ადამიანების უკმაყოფილების შესახებ გახდა ცნობილი.
წყარო:
skysports