ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "ლივერპულთან" მატჩში სტანდარტულებზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ხშირი მარცხი მცველივით მოაზროვნე ფეხბურთელთა ნაკლებობის შედეგია.
"იუნაიტედს" ძალიან უჭირდა "ლივერპულის" კუთხურების დროს საკუთარ საჯარიმოში ბურთის მოგება და გარდა ამისა, ფეხბურთელები ვერც სხვა საჰაერო ორთაბრძოლებისას გამოირჩეოდნენ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, სტუმრებმა გოლი სწორედ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ დანიშნული 11-მეტრიანიდან გაიტანეს.
"ეს პრობლემა ყველა გუნდს აქვს, ვისაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არ ჰყავს დაცვაში. ზოგ გუნდს ოთხი, ხუთი ან ექვსი ფეხბურთელი ჰყავს, ვინც თავდაცვისას ძლიერებას ავლენენ, მაგრამ ჩვენ ამდენი არ გვყავს.
პოლს ლოვრენთან გამკლავება უჭირდა, თუმცა ესეც ფეხბურთის ნაწილია", - განაცხადა მოურინიომ.