"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ჯო რაილი სეზონის დარჩენილ ნაწილს პირველი ლიგის გუნდ "შეფილდ იუნაიტედში" გაატარებს.
20 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, როგორც წესი, მარცხენა მცველად, და "შეფილდის" მთავარმა მწვრთნელმა, კრის უაილდერმა "ლივერპულის" სარეზერვო გუნდთან ჩატარებული მატჩის შემდეგ მისი გადაბირება ისურვა.
რაილი ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, "ენფილდზე" კი მარჯვენა მცველად ითამაშა, სანამ უფრო შემტევ როლს მიანიჭებდნენ და ახალგაზრდულ გუნდში ვინგერად აქცევდნენ.
ჯოს ლუი ვან გაალის დროს "იუნაიტედის" პირველ გუნდშიც აქვს ჩატარებული ორი მატჩი. ნიჭიერი მცველი "შეფილდის" რიგებში უფრო მაღალი დონის ფეხბურთს ეზიარება, ვიდრე რეზერვებში და შესაძლოა, იგი მომდევნო შაბათს "ჯილინგემთან" მატჩშიც ვიხილოთ.
"ჯო ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ორივე ფლანგზე კომფორტულად გრძნობს თავს, ეს უნივერსალურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. მოხარულები ვართ, რომ სეზონის ბოლომდე ჩვენთან იქნება და ბედნიერები ვართ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მის სამომავლო განვითარებას ჩვენი დახმარებით რომ შეუწყო ხელი", - განაცხადა უაილდერმა.