თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2017, 11:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1853,
კომენტარები: 9
ვან გაალი: "ინგლისის თასის მოგება ჩემი უდიდესი მიღწევაა"
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ინგლისში მოგებულ ტიტულს უფრო მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედით" ინგლისის თსის მოგება მისი უდიდესი სამწვრთნელო მიღწევაა იმის ფონზე, არა "არაჰუმანურ" ზეწოლასაც მასზე ახდენდნენ.

ჰოლანდიელმა "წითელი ეშმაკები" "უემბლიზე" ტრიუმფის შემდეგ დატოვა და მისი ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა.

ადამიანმა, რომელსაც თავის კარიერაში მოგებული აქვს ლა ლიგა, ერედივიზი, ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ჩათვალა, რომ ევროპის ყველაზე ძველი ტურნირის მოგება მისთვის უფრო დიდ მიღწევად ითვლება.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ინგლისის თასის მოგება ჩემი უდიდესი მიღწევაა. ჩემი ბოლო ექვსი თვე ბეწვის ხიდზე გავატარე, თავი კი ყულფში მქონდა გაყოფილი. ეს ყველაფერი ინგლისური მედიის ბრალი იყო.

იმ დროს არაჰუმანურ ზეწოლას ახდენდნენ, მე კი ჩემი ფილოსოფიის ერთგული უნდა დავრჩენილიყავი და ფეხბურთელთა მოტივირება მომეხდინა. როცა მაინც ახერხებ ინგლისის თასის მოგებას ასეთი ზეწოლის მიუხედავად, ამაყი ხარ.

გარდა ამისა, იმიტომაცაა დიდი მიღწევა, რომ წითელი ბარათის გამო ფეხბურთელი დაგვაკლდა და დამატებით დროში 10 კაცით ვითამაშეთ. ეს ყველაფერი ინგლისის თასს ფანტასტიკურ ტიტულად აქცევს. ბევრ წინააღმდეგობას გადავაწყდით",
- განაცხადა "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: giorgi_mg
18 იანვარი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იუნატედის მწვრთნელი რო გახდი ეგ არის შენი ყველაზე დიდი მიღწევა ვან გაალ თორე მაგ თასსაც ვერ მოიგებდი. ბოდიში მოიხადე შენი უაზრო ფილოსოფიის დანერგვისთვის! ვერ ვიტან ამ ბლოკნოტას, შემაზიზღა თავი და ძვიფასი წლები წაგვართვა!
1
№2
ავტორი: giorgisamnidze99
18 იანვარი 2017 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მაგ თასისთვის მადლობა კიდე ერთი ტიტული რო შემატე გუნდს შენ რო ვესთხემისთვის მოგეგო და მეორეთ გაგეყვანა გუნდი ლიგაზე არ გაგიშობდნენ მარა ვერ შეძელი ეს უბრალოთ შენ რო დარჩენილიყავი წელსაც კაცმა არ იცის რომელ ადგილზე შეილება ვყოფილიყავით კონკურენტებს არბათ ჩამორჩენილი ვეყოლებოდით ერთი 15 ქულით მინიმუმ კარგია რო რაგაც ქენი აქ მოგვაგებიე ტიტული მაგისთვის მადლობაა წარმატებები
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2017 11:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გასაგებია რატომაც თქვა, მართლა იმხელა წნეხის ქვეში იყო გასაგები მიზეზების გამო რო ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად მისთვის ტიტულის მოგება, მართალია მისი მანჩესტერული კარიერა მაინც დამთავრდა, მაგრამ...
0
№4
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2017 11:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: SANDROGRIGA
გასაგებია რატომაც თქვა, მართლა იმხელა წნეხის ქვეში იყო გასაგები მიზეზების გამო რო ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად მისთვის ტიტულის მოგება, მართალია მისი მანჩესტერული კარიერა მაინც დამთავრდა, მაგრამ...

მაგრამ ამით უკმაყოფილო მხოლოდ თვითონ დარჩა და არა ფანები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2017 11:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: SANDROGRIGA
გასაგებია რატომაც თქვა, მართლა იმხელა წნეხის ქვეში იყო გასაგები მიზეზების გამო რო ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადად მისთვის ტიტულის მოგება, მართალია მისი მანჩესტერული კარიერა მაინც დამთავრდა, მაგრამ...

მაგრამ ამით უკმაყოფილო მხოლოდ თვითონ დარჩა და არა ფანები


ეგ თავისთავად wink
0
№6
ავტორი: Lady in red
18 იანვარი 2017 11:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
მართალი თქვა რატომაც იყო ეს თასი მისთვის მიღწევა. ამას ძლიერ გუნდებთან ასე თუ ისე კარგი შედეგი ჰქონდა, მაგრამ მოსვლიდან პირველ წელს რომ ოთხეულში მოვხვდით ნაწილობრივ დე ხეას დამსახურებაა. ამან, რაც შეეძლო ის გააკეთა, ხოლო ამდენხანს რომ დატოვეს ეს კლუბის ბრალია და არა მისი. მაგ თასისთვის მადლობა, კარგი ემოცია იყო ნამდვილად.
0
№7
ავტორი: shotkin
18 იანვარი 2017 12:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ინგლისის კაცი არიყო ეს მედია სახეს ახევდა ძალაუნებურად სტაბილურად კრიტიკის ქარცეცხლში იყო როგორც მოტივატორი დიდი არაფერი და როგორც ტაქტიკოსი ალბათ ვარგოდა მარა მანჩესტერს 2 ვე ჭირდება და ისეტი კაცი ვინც გაზონზე მოედნის ხაზთან გავა და ემოციებს გადასდებს ფეხბურთელებს საჭირო დროს და არ დაიწყებს ფურცლების შლას.
0
№8
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2017 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Iamaye mere ra problemaa))
0
№9
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2017 19:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რატოა ესეთი ცუდი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top