სერ ალექსი იყო გაკვირვებული იმით, რომ მისმა გუნდმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება.ახლა სხვაობა "სიტისა" და "იუნაიტედს" შორის 5 ქულაა, მაგრამ ფერგიუსონი ამ თამაშში დადებით მხარესაც ხედავს:"ჩვენ უნდა გვეთამაშა კონტრშეტევებზე.მაგრამ ეს არ გამოგვივიდა.თამაში იყო ძალიან რთული ჩვენთვის, ასევე "ტოტენჰემისთვისაც".სამწუხაროდ, გოლი მატჩის ბოლო ეპიზოდში გავუშვით.თამაში სასიამოვნო საყურებელი იყო.ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა.სამწუხაროდ, ვერ მივიყვანეთ ბოლომდე დაწყებული საქმე."–ციტირებს შოტლანდეილის სიტყვებს manutd.com
ვან პერსის გოლი
პირველ ტაიმში რობინ ვან პერსიმ გაიტანა თავისი 22–ე გოლი ამ სეზონში.სერ ალექსმა ასევე საგოლე შეტევაზეც გააკეთა კომენტარი:"დენიმ და ტომიმ შესანიშნავად იმოქმედეს იმ ეპიზოდში.რობინმა კი თავისი საქმე ჩინებულად შეასრულა.მან კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი."
პენალტი
ფერგიუსონმა ასევე კომენტარი უეინ რუნის მომენტზეც გააკეთა, როდესაც ინგლისელი "ტოტენჰემის" საჯარიმოში წაიქცა."ჩემი აზრით, ეს იყო სუფთა თერთმეტმეტრიანი.ის იქნა წაქცეული.ლონდონელთა მცველმა რუნის ფეხი დაუდო.ლაინსმენს ეს ყველაფერი უნდა დაენახა.ვფიქრობ, მსაჯმა დღეს ბევრი შეცდომა დაუშვა."
დადებითი მხარე
ამავდროულად, სერ ალექსმა იპოვა რამდენიმე დადებითი მხარე ამ შეხვედრაში.უპირველესყოვლისა, მანჩესტერმა ითამაშა ურთულესი მატჩი გასვლაზე და ფაქტიურად, ძლიერ გუნდთან სტუმრად აღარ უწევს თამაში."ჩვენ ვითამაშეთ გასვლაზე ყველა ტოპ გუნდთან "არსენალის" გამოკლებით.ჩემი აზრით, უნდა ვიყოთ კმაყოფილნი დაგროვებული ქულებით.მაყურებელმა დღეს კარგი მატჩი იხილა.ძალიან მინდოდა არ გადადებულიყო შეხვედრა და ეს ასეც მოხდა."