"იუნაიტედის" სარეზერვო გუნდი "ენფილდზე" "ლივერპულის" რეზერვებს ეწვია.
პრემიერ ლიგა 2 / "ენფილდი" / გოლი: უილოკი 93
მეთი უილოკმა "მანჩესტერ იუნაიტედს" "ენფილდზე" გამართული მატჩის მიწურულს გამარჯვება მოუტანა.შონ გოსი, რომელმაც მანამდე პენალტის გამოყენება ვერ შეძლო, ნიკი ბატის გუნდში საგოლე გადაცემით გამორიჩა.
ორივე გუნდი თავდაცვით ფეხბურთს ირჩევდა პირველ ტაიმში და საწყისი 45 წუთი მხოლოდ ჯარიმებით გამოირჩეოდა. ჯო რაილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და მარჯვენა ფლანგზე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მოედანზე გამორჩეული არაფერი მომხდარა.
პირველ ტაიმში გატანის ერთადერთი რეალური, თუმცა არასახიფათო მომენტი მეთი უილოკს ჰქონდა, რომლის მიერ დარტყმულიც ტომ ბრიუიტმა დაბლოკა.
მასპინძლები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ და სემ ჰარტის, "იუნაიტედის" ყოფილი მოსწავლის დახმარებით ერთხელ მაინც მოახერხეს კარში დარტყმა. ეს მომენტი პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შედგა და ბუნებრივია, რომ მეორე ტაიმში უფრო მეტის მოლოდინი გაჩნდა.
"ლივერპულთამ" შესვენებაზე ორი ცვლილება განახორციელა და თავდასხმაში ჯეკ დანისა და ბრუქს ლენონის წყვილით უტევდა, თუმცა მათ ჯოელ პერეირას პრობლემები ვერ შეუქმნდეს.
პერეირა გაცილებით ხშირად ერთვებოდა თამაშში, ვიდრე "ლივერპულის" მეკარე და მას რამდენიმე ბურთის მოგერიება მოუხდა.
შეხვედრაში გოლის გატანას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა, სანამ სტუმრებმა მარცხენა ფლანგზე საჯარიმო დარტყმის უფლება არ მიიღეს და გოსის ჩაწოდებული უილოკმა თავური დარტყმით კარში არ გადაგზავნა.
"იუნაიტედი" მომდევნო ტურში "ევერტონს" შეხვდება, რომელიც ტურნირის ლიდერია.
"იუნაიტედის" შემადგენლობა: ჯ. პერეირა; რაილი (ჯეჰინდე 85), ტუანზებე, პული, მიტჩელი; გოსი, რედმონდი (ოლოსუნდე 56); გრიბინი (ბუფონჟი 85), უილოკი, ჰაროპი, მაკტომინეი.
გამოუყენებელი ცვლილებები: ო'ჰარა, სკოტი.