თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 17:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1757,
კომენტარები: 8
ჯონსი: "დე ხეას ნაკლები სეივის განხორციელებაში ვეხმარები"
ფილ ჯონსის ინტერვიუ თავის ბოლოდროინდელ ფორმაზე.
ჯონსი:
ფილ ჯონსის თავდადებული თამაში, რაც მთელი სხეულის გამოყენებას გულისხმობს თავდაცვისას, მათ შორის მიწაზე დადებულ ბურთზე თავით თამაშსაც, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა ერთ-ერთი სასიამოვნო მოსაგონარია.

24 წლის მცველი ხანგრძლივი ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა და მიმდინარე სეზონში უკვე ჩაატარა 14 მატჩი, რაც ერთით მეტია, ვიდრე 2015/16 წლების სეზონში ჩატარებული მატჩების რაოდენობა. არავითარი შეცდომა, ის ჟოზე მოურინიოს გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჟურნალ Inside United-თან ინტერვიუში ჯონსმა გუნდში წარმატებულ დაბრუნებაზე, მწვრთნელთან ურთიერთობაზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაშსა და, რა თქმა უნდა, თავდაცვაში მოქმედებით თავის სიამაყეზე ისაუბრა.

როცა ჰკითხეს, თანამედროვე ფეხბურთში მცველების წვლილი შეუმჩნეველი ხომ არ არის, ჯონსმა უპასუხა: "როგორც მცველებს, არ გვაღელვებს. მე უბრალოდ თავდაცვა მიყვარს! მინდა, ბურთს ბადეში გახვევის საშუალება არ მივცე. მინდა, დავიდ დე ხეამ უფრო ნაკლები სეივი განახორციელოს ან მთელი მატჩის განმავლობაში საერთოდ არ მოუწიოს. ვფიქრობ, კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

"როცა გუნდურად ვიცავთ თავს, უკეთესად გამოგვდის, მაგრამ პროგრესირება არ უნდა შევწყვიტოთ. მნიშვნელოვანი ბლოკის განხორციელება გოლის გატანას ჰგავს. ბადეში ბურთის გახვევა თავდამსხმელის საქმეა, ჩვენ კი მნიშვნელოვანი წართმევებისა და ბლოკის განხორციელება გვევალება".


მას შემდეგ, რაც ტრავმის გამო ჯონსმა და მარკოს როხომ სეზონის სტარტი გამოტოვეს, წყვილი დაცვის ცენტრში ერთმანეთს კარგად შეეგუა. ინგლისელს მიაჩნია, რომ ასეთი პარტნიორობის დამყარებას მსგავს პირობებში ყოფნამ შეუწყო ხელი, როცა კრის სმოლინგი და ერიკ ბაიი უქმობდნენ.

"დიახ, ასე მგონია. ორივე ერთნაირ ვითარებაში ვიმყოფებოდით, რაც დაგვეხმარა. მაგრამ ფეხბურთი უცნაური თამაშია, ერთი წუთში ჩართული ხარ, მეორე წუთში ეთიშები. ყოველთვის, როცა მაისურს ირგებ, ისე უნდა ითამაშო, რომ მისი მეორედ მორგების გარანტიაც გქონდეს. აი, ამას ვცდილობ მე და მომავალშიც ამას ვეცდები".

ფორმის აღდგენა და შენარჩუნება, გუნდში ადგილის დამკვიდრება, ჯონსისა და მოურინიოს ურთიერთობის შედეგიცაა. "ბრწყინვალეა. ჩემდამი დიდ რწმენას ავლენს და იმედი მაქვს, ამას გადავუხდი.

ყოველთვის კარგია მწვრთნელისგან და სხვა ადამიანებისგან იმის მოსმენა, რომ კარგად თამაშობ. არავითარი ილუზია არ მაქვს, საერთოდ. ამ თამაშში ერთ წუთში მწვერვალზე ხარ, მეორე წუთში ძირს ეცემი, ამიტომ პროგრესირება არ უნდა შევწყვიტო".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2017 17:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სურათებსაც რო აკეთებთ მაგრად მომწონს. იხვეწებით მუდამ და მიხარია, ესე გააგრძელეთ ბიჭებო

ძაან თავდადებული ტიპია, ზოგჯერ ხე მარა მაინც. რადგან ეს ათამაშდასავით აღარაფერი გამიკვირდება ალბათ ამის მერე
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2017 17:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ლივერპულთან კარგად გამოჩნდა რო როცა მოწინააღმდეგე გუნდი პრესინგს თამაშობს და მცველებs თავისყფლებას უზღუდავს, ჯონსი და როხო იbნევიან და უბრალოდ უმისამართოდ ცდილობენ ბურთის მოშორებას, სწორედ ამაში ჩანს მაღალი კლასის მცველსა და და საშუალო დონის ფეხბურთელს შორის განსხვავება, ამიტომ ვფიქრობ რო ჯერ კიდევ გვიჭირს დაცვაში, რიოს და ვიდას წასვლის მერე ეს პრობლემაა, სულ ცოტათი ბაიიმ გამოასწორა მარა ტოპ კლასის მცველი მაინც არაგვყავს გუნდში :/
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
17 იანვარი 2017 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კსრგი ბიჭია იქბებ მოუმატოს კიდეე

ამ შოუს რაღა ეტაკა ამდენიხანი
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 იანვარი 2017 18:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სისწრაფეა ამის ყველაზე დიდი მინუსი no
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
17 იანვარი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მიდი ჯონს მიაწექი ჯერ კიდე ახალგაზდა ხარ და ყველაფერი გაქვს იმისთვის რო უფრო და უფრო დაიხვეწო აი ვიდიჩის ნაირად რო ჩამოყალიბდე ეგ უნდა გააქეთო ლივერპულთან გამოჩნდა რო ცოტა პრესინგს რო გვეთამაშებიან იბნევი და ეგ უნდა დახვეწო მოუმ უნდა დაგახვეწიოს როხო ნამდვილად კარგი ბიჭია დარმიანიც მომეწონა თამაშს კარგად კითხულობდნენ
0
№6
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Darwmunebuli var momateba sheudzlia kide❤️
0
№7
ავტორი: stepno
17 იანვარი 2017 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Shou gvakliaa ashkarad maarcxniiv
0
№8
ავტორი: Phil Jones
18 იანვარი 2017 02:25
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სეხნია biggrin2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top