პრემიერ ლიგის ბომბარდირობისთვის მებრძოლი შვედი ტიტულის მოგებას ამჯობინებს.
მართალია, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ჯილდოები მას არ აინტერესებს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში წინ მიიწევს და ალექსის სანჩესსა და დიეგო კოშტას ეცილება.
იბრაჰიმოვიჩმა "ლივერპულთან" მატჩში თავისი მე-14 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში და ბუნებრივია, რომ მაისში ის ბომბარდირის წოდების მიღების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. რაც უფრო შთამბეჭდავია, მერსისაიდელების კარში გატანილი ბურთი მე-13 გამოდგა ყველა ტურნირზე ზედიზედ ჩატარებულ ამავე რაოდენობის შეხვედრაში, რაც 6 ნოემბერს "სუონსი სიტისთან" დაიწყო.
თუმცა, ჩვენი თილისმა ცხრიანი აღნიშნავს, რომ "ოქროს ბუცი" მისი უმთავრესი სამიზნე არ არის. იბრამ ჟურნალისტებს "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ განუცხადა:
"თუ გავაგრძელებ და უფრო მეტ გოლს გავიტან, ამით კი ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარები, რა თქმა უნდა, გავაკეთებ, მაგრამ მირჩევნია, პრემიერ ლიგა და გუნდური ტიტულები მოვიგო, ვიდრე ინდივიდუალურები.
იმის ხილვა, რომ მე ვიგებ რაღაცას და ჩემი თანაგუნდელები ვერა - სულაც არ არის ჩემი სურვილი. მირჩევნია, ჩემმა თანაგუნდელებმა ტიტულები მოიგონ და ამას ინდივიდუალური ჯილდო მოჰყვეს. ეს მეორე მიზანია, არათუ ძირითადი. გოლებს ვიტან, მაგრამ პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე რომ ვიყოთ და ხუთი გოლი მქონდეს, მედია მე შემომიტევდა და დაწერდა, რომ პრემიერ ლიგაში ვერაფერი მოვახერხე, თუმცა უმჯობესია, ასე იყოს და გუნდმა მოიგოს. ყველა იმას ამბობს, რაც სურს. მე აქ გამარჯვებისთვის ვარ".პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო "იუნაიტედის" ხუთ ფეხბურთელს აქვს მოგებული. დუაით იორკი პირველი მათგანია, რომელმაც ეს 1998/99 წლებში მოახერხა. 2002/03 წლებში რუდ ვან ნისტელროიმ შეძლო იგივე, 2007/08 წლებში კრიშტიანუ რონალდუმ, 2010/11 წლებში დიმიტარ ბერბატოვმა, ხოლო 2012/13 წლებში რობინ ვან პერსიმ.
სანამ ზლატანი "იუნაიტედთან" ერთად უფრო დიდი მიზნების მიღწევას ისახავს, საუკეთესო ბომბარდირთა ცხრილი პრემიერ ლიგის დასრულებამდე 17 ტურით ადრე ასე გამოიყურება: