ჯიორჯო კიელინი აღნიშნავს, რომ "იუვენტუსს" პოლ პოგბას სახით დიდი დანაკლისი აქვს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს კალათბურთის ვარსკვლავს, ლებრონ ჯეიმსს ადარებს.
ტურინში 4 სკუდეტოს მოგების შემდეგ პოგბა "იუნაიტედს" 110 მილიონ ფუნტად სწორედ "იუვენტუსიდან" შეუერთდა.
"ბებერი ქალბატონი" სერია A-ში კვლავ ლიდერობს, მაგრამ "რომას" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს - თუმცა, თადარიგში ერთი მატჩი აქვს - და 19 მატჩში ოთხჯერ დამარცხდა, მაშინ, როცა 2015/16 წლების სეზონში გუნდს სულ ხუთი მარცხი ჰქონდა.
უკანასკნელი მარცხი "ბიანკონერიმ" "ფიორენტიას" წინააღმდეგ იწვნია, რის შემდეგაც კიელინიმ აღნიშნა, რომ მის გუნდს ძალიან აკლია პოგბა, რომელიც ცენტრში "იუვეს" დომინირების საშუალებას აძლევდა.
"შარშან ნახევარდაცვაში პოგბა გვყავდა, ვინც ფეხბურთის ლებრონ ჯეიმსი, უსეინ ბოლტია. გასულ სეზონში პოგბა გარკვეული სტილით თამაშის საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ აქ აღარ არის და ცვლილებები შევიტანეთ. ალეგრი პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს, იდიოტები ან კლოუნები არ ვართ.
ძალიან ბევრ შანსს გვიქმნის მეტოქე - წინა სეზონში ბუფონი ხელმთათმანების დასვრასაც კი ვერ ასწრებდა", - განაცხადა იტალიელმა მცველმა.
პოგბას გაშვების შემდეგ "იუვენტუსმა" "რომადან" მირალემ პიანიჩი გადაიბირა და "ჯენოადან" ტომას რინკონიც დაიმატა მიმდინარე თვეში.