"იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი საავტომობილო ავარიაში მოხვდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდი, მარკუს რეშფორდი საავტომობილო ავარიაში მოხვდა, რამაც მისი 60 ათას ფუნტიანი "მერსედესი" შეიწირა.
ინგლისელი ფორვარდი ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა სხვა მძღოლმა მის მარჯვენა საჭიან "მერსედეს CLA 45"-ს დაარტყა.
შემთხვევამ - რომელიც 2 იანვარს "ვესტ ჰემთან" გამართულ მატჩამდე ერთი დღით ადრე მოხდა - 19 წლის ფეხბურთელს ტკივილები დაუტოვა.
მაგრამ მარკუსი კარინგტონზე მიიყვანეს, სადაც კლუბის ფიზიოთერაპევტებმა გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ თამაშს შეძლებდა.
რეშფორდი "ვესტ ჰემთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოხვდა და შეხვედრაში მოგვიანებით ჩაერთო, როცა ენტონი მარსიალი შეცვალა.
წყარო აცხადებს:
"მარკუსისთვის უსიამოვნო გამოცდილება იყო, რამეთუ მხოლოდ რამდენიმე წელია ატარებს მანქანას.
ფრთხილი მძღოლია და მისი მანქანა მისი სიამაყე და სიამოვნებაა. "იუნატედთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ერთ-ერთი პირველი, რაც იყიდა, ეს მანქანა იყო.
მეორე მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოდიოდა. შოკში იყო, მაგრამ კლუბში შეამოწმეს და დადგინდა, რომ არაფერი სჭირდა.
მანქანას ასე არ გამართლებია, მაგრამ დაზღვევა მიხედავს. მარკუსი ფიქრობდა, რომ მანქანა აღარ შეკეთდებოდა, რადგან საწვავის ავზის მიდამო იყო დაზიანებული, მაგრამ უთხრეს, რომ ამ პრობლემას მოევლებოდა."წყაროს ცნობით, მარკუსი, რომელიც უილმსლოუში მდებარე 800 ათას ფუნტიან სახლში ცხოვრობს, ავარიაში დამნაშავე არ ყოფილა.
ფეხბურთელს არც რაიმე სახის დაზიანება ჰქონია და მან ამის შემდეგ ინგლისის თასზე "რედინგის" წინააღმდეგ დუბლის გაფორმებაც მოახერხა.
წყარო:
the sun