თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2017, 14:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3066,
კომენტარები: 12
"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული ერთი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზე მეათე გამარჯვება ვერ მოიპოვა, მაგრამ თავისი 16-მატჩიანი გამარჯვებათა სერია განაგრძო.

შემადგენლობები

ჟოზე მოურინიოს გენიოსობა არ დაუწყია და ის შემადგენლობა გამოიყვანა, რასაც ყველა ელოდა - კერიკი სასტარტოში და სწრაფი ფლანგები მარსიალისა და მხითარიანის სახით. რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი საჭირო დროს გამოჯანმრთელდა.

იურგენ კლოპს უფრო რთული დავალება ჰქონდა, რამეთუ მანეს არყოფნამ უფრო მეტი ზიანი მიაყენა გუნდს, ვიდრე ბაიის წასვლამ "იუნაიტედს". თავისი წვლილი შეიტანეს ტრავმებაც - ნათანიელ კლაინიმ "საუთჰემპტონთან" სათასო მატჩში მიიღო დაზიანება, ხოლო კოუტინიო სრული მატჩის ჩასატარებლად მზად არ იყო. ამგვარად, შეტევაში გამოვიდა ორიგი, მარჯვენა ფლანგზე კი 18 წლის ალექსანდრ-არნოდლი.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


მნიშვნელოვანი მომენტები

გუნდებმა საკმაოდ ფრთხილად დაიწყეს თამაში. დასუსტებული "ლივერპული" თავქუდმოგლეჯილი წინ არ გაქცეულა, როგორც ეს კლოპის დროს ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე. მაგრამ საერთო ნერვიულობამ წუნი და შეცდომები გამოიწვია. მაგალითად, ვალენსიას უზუსტობამ "იუნაიტედის" კართან კუთხური გამოიწვია, ხოლო პოგბას გაურკვეველმა მოქმედებამ 4 3-ზე შეტევა, რაც მეტოქე ფეხბურთელებმა წარმატებით ჩააფლავეს.

25-ე წუთი

კრიტიკული შეცდომა იქნა დაშვებული 25-ე წუთზე. მარსიალის მიერ უკან გაკეთებული პასის შემდეგ ჯონსი არასწორი მიმართულებით წავიდა და მას ფირმინომ წაართვა ბურთი - როხოსგან დახმარება სწორედ რომ დროული იყო, მაგრამ საქმე კუთხურით დასრულდა, რის შემდეგაც პოლ პოგბამ ხელით ითამაშა.



რთულია მიხვდე, რატომ უნდა ასწიო ხელები მაღლა, როცა თავით თამაშობ. სამართლიანი პენალტი იყო, მილნერმა კი ზუსტად გამოიყენა.

39-ე წუთი

"იუნაიტედის" დაცვას ამ თამაშში და "ლივერპულის" თავდასხმის სტილს შესანიშნავად აღწერს მომდევნო ეპიზოდი: წინ გაკეთებული გადაცემა შემტევი ფეხბურთელების სისწრაფეზე გათვლით და დაცვის ფეხბურთელების დაბნეულობა.

აქ როხო ორიგისთან სისწრაფეში მარცხდება, მაგრამ დარმიანი პარტნიორის დაზღვევას ახერხებს, თუმცა ეს ყველაფერი მცირე პანიკას ემსგავსება.



აღვნიშნოთ ჯონსის წარუმატებელი თამაში, რომელიც წინ აიწია და ფირმინოზე ითამაშა, მაგრამ ეპიზოდის განვითარებისას პასიურად იქცეოდა: თავდამსხმელი შეტევაში წავიდა, როცა ჯონსი ზარმაცულად ბრუნდებოდა საჯარიმოში.

41-ე წუთი

თავისი მომენტები ჰქონდა "იუნაიტედსაც". ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სახიფათოდ დაარტყა საჯარიმოდან, პოლ პოგბამ კი სახიფათო პოზიციიდან ვერ მოახერხა ბურთის კარში გაშვება.

ყველაზე სახიფათო მომენტი ტაიმის მიწურულს შედგა: ერერამ მხითარიანი თითქმის ერთ-ერთზე გაიყვანა, მაგრამ ჰენრიხმა მინოლეს მოარტყა ბურთი.



***


პირველ ნახევარში "ლივერპულმა" "იუნაიტედს" მოედნის ცენტრში აჯობა. პოგბა უნიათოდ გამოიყურებოდა და ხშირად ხდებოდა. კერიკი და ერერაც არ გამოირჩეოდნენ სტაბილურობით. და თუ გავითვლისწინებთ, რომ 35 წლის კერიკს სწრაფი ვეინალდუმი, ფირმინო და კომპანია უწევდა წინააღმდეგობას, მაშინ კერიკის შეცვლა რუნით და მოედნის ცენტრში გადაწყობა სავსებით გასაგებია.

რუნი მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და იბრაჰიმოვიჩის უკან, ათიანის პოზიციაზე თამაშოდა, ხოლო პოგბა და ერერა უკან იხევენ და ამით მოედნის ცენტრში სამკუთხედი ააყირავეს.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


55-ე წუთი

ტაიმის დასაწყისში ენტონი მარსიალმა გააკეთა ის, რასაც ყველა ელოდა შემადგენლობების გამოცხადების მომენტიდან - ახალგაზრდა ალექსანდრ-არნოლდს შეცდომა დააშვებინა, რითაც პერსპექტიული შეტევა დაიწყო. მაგრამ მხითარიანმა, რომელიც ერთი-ერთზე გაიყვანეს, ცუდად დაამუშავა ბურთი, წინ გაიგდო და ამის გამო დარტყმა ვერ მოახერხა, ამიტომ ისევ ენტონის დაუბრუნა. პასი არაკომფორტული იყო, მოძრაობაში არ გაკეთდა და მომენტი გაფუჭდა.



61-ე წუთი

კლოპმა მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა: 61-ე წუთზე ორიგის ნაცვლად კოუტინიო გამოვიდა, რასაც მაშინვე სახიფათო მომენტი მოჰყვა "იუნაიტედის" კართან:



ვალენსია ცენტრში როხოს დაზაზღვევად წავიდა, რითაც ფლანგი მოატიტვლა, სადაც გაიხსნა რობერტო ფირმინო, რომელმაც მანამდე ჯონსს მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოუგო, რის შემდეგაც მას კვლავ წარმატებით დააღწია თავი.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


***


65-ე წუთზე კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. ხუან მატამ ენტონი მარსიალი შეცვალა. მატა მარჯვენა ფლანგზე დადგა, ფირმინო კი მარცხენაზე.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


რამდენიმე წუთში კი ჟოზე მოურინიომ ბოლო ცვლილებით მარუან ფელაინი შემოიყვანა, რომლითაც მატეო დარმიანი ჩაანაცვლა. მხითარიანს უფრო დაბლა დაწევა და დაცვითი ფუნქციების მორგება მოუხდა, ხოლო მარუანი თავდასხმაში წავიდა, სადაც იბრაჰიმოვიჩთან ერთად მაღალი ბურთების მოგებას ცდილობდა.

უეინმა მარცხენა ფლანგზე გათავისუფლებულ ზონაში გადაიწია.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


84-ე წუთი

მოცემულმა ცვლილებებმა სასურველი შედეგი მოიტანა. აღსანიშნავია, რომ საგოლე შეტევაში ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწიელობა, ვინც შეცვლაზე შემოვიდა: ხუან მატამ ფლაგნზე ვალენსიასთან გაითამაშა ბურთი, რუნიმ საჯარიმოში მიიღო ბურთი, მცველი მოატყუა, ფელაინის გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ბურთი ძელისკენ გადაგზავნა.

საქმე ანტონიომ და ზლატანმა დაამთავრეს.



გოლი შექმნილი ზეწოლის ლოგიკური შედეგი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მატას მიერ გაკეთებული გადაცემის დროს, ეპიზოდის დასაწყისში, თამაშგარის დაფიქსირება შეიძლებოდა, მაგრამ გვერდითი მსაჯი ძალიან არასწორად არჩევს პოზიციას და უბრალოდ ვერ შეაფასებდა ეპიზოდს სწორად:

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


***


მატჩის დასასრულამდე რაიმე ღირებულის შექმნა გუნდებმა ვერ მოახერხეს.

დაკვირვება

მეტოქე

"ლივერპული" საგრძნობლად დასუსტებული იყო და გასვლაზე თამაშობდა, მაგრამ მაინც მოახერხა "იუნაიტედთან" თანაბარი თამაშის ჩვენება. შეიძლება დავამტკიცოთ, რომ წინასამატჩო საქმიანობას ჟოზე მოურინიოზე უკეთ კლოპმა გაართვა თავი. 18 წლის მცველის დაყენების გაბედულმა ნაბიჯმა გაამართლა, გუნდი კი შეტევაში მნიშვნელოვანი ფიგურების არყოფნას გაუმკლავდა და "იუნაიტედის" მცველებს შეცდომის დაშვება აიძულა.

მატჩის მიმდინარეობისას კი მოურინიომ უკეთ წარმოაჩინა თავი. რამდენიმე ცვლილების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზეწოლა მოახდინა და როგორც მოსალოდნელი იყო, "ლივერპული" კართან მიაჯაჭვა, გაიტანა გოლი, მაგრამ კლოპის გუნდი საკმაოდ კარგად იცავდა თავს და კოტრშეტევით თამაშშიც არ გამოიყურებოდა ცუდად, რის ხარჯზეც კარში დარტყმების უკეთესი მაჩვენებელიც კი ჰქონდა:

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


პოლ პოგბა

"ლივერპულის" მთავარი გამარჯვება პოლ პოგბას ნეიტრალიზაცია გახდა. თუ სხვა მატჩებში ვხედავდით, რომ თამაში დიდწილად პოლის ხარჯზე ვითარდებოდა, ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ უფრო მეტ ჩართულობას სხვა ფეხბურთელები ავლენდნენ, ვიდრე პოგბა.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა


შეუძლებელია არ აღინიშნოს პოგბას ორი უხეში შეცდომა, რომელთაგან ერთ-ერთმა სახიფათო შეტევა, მეორე კი პენალტი გამოიწვია.

პოლს არ პასების კეთება გამოსდიოდა, არც მოტყუება, არც საჰაერო ორთაბრძოლების მოგება.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა

პოგბამ მხოლოდ 2 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო სესაძლო შვიდიდან


შესაძლოა, გავლენა იქონია მატჩის მნიშვნელობამ, სტატუსმა და მთელმა წინასამატჩო აჟიოტაჟმა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უფრო მართებული იქნებოდა, მოედნიდან პოლი გაეყვანათ. მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ დავინახეთ, რომ ზლატანი და პოგბა ხელშეუხებელი ფეხბურთელები არიან და ამისთვის სამაგიერო უნდა გავიხადოთ, თუმცა, დივიდენდებიც მივიღოთ (გავიხსენოთ იბრაჰიმოვიჩის მორიგი გოლი).

უსიამოვნო მომენტად იქცა მკითხველთა რეაქცია პოგბას მოქმედებებზე. ფრანგის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მის შეცდომებს თუ გავითვალისწინებ დაცვით მოქმედებებში, მაგრამ ასეთი ნეგატიური რეაქცია რამდენიმე შეცდომაზე და ერთადერთ ჩაგდებულ მატჩზე ადეკვატური არ არის. პოლმა წინა მატჩებში უკვე დაგვიმტკიცა თავისი კლასი, მწვრთნელმა კი გვაჩვენა, რომ სწორედ პოლზე აეწყობა მისი გუნდი. მოგიწოდებთ გულშემატკივრებს, მოიშოროთ სულელური ჩვევა და ფეხბურთელებს პატარა ჩავარდნისთანავე ჩინეთში ნუ გზავნით, მითუმეტეს, რომ ჩინეთის სუპერ ლიგაში ლეგიონერების მიყვანაზე ლიმიტი დააწესეს და ახლა უფრო მეტი დაკვირვებულობით მოუწევთ ფეხბურთელთა შერჩევა.

ცვლილებები

ვერ ვიტყვით, რომ ცვლილებებმა მატჩის მიმდინარეობა გარდაქმნა და შეცვლაზე შესული ფეხბურთელების აქტივში მხოლოდ საგოლე შეტევის შეტანა თუ შეიძლება. რუნიმ ერთ ტაიმში 4-ჯერ დაკარგა ბურთი, რასაც ბევრი მთელი მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებს. მატა შეუმჩნეველი იყო, შესაძლოა, იმიტომ, რომ ჰენრიხი და ანდერი, რომლებთან ერთადაც უფრო მიეჩვია ესპანელი თამაშს, დაცვითი ფუნქციებით იყვნენ დაკავებულნი. მხოლოდ ფელაინიმ თუ გაამართლა თავისი გამოსვლა, რამეთუ მეორე სართულზე ორთაბრძოლებში შექმნილი კატასტროფული სიტუაცია გამოასწორა.

"Pogpen". "ლივერპულთან" მატჩის განხილვა

"იუნაიტედმა" შესაძლო 44 საჰაერო ორთაბრძოლიდან მხოლოდ 21 მოიგო


მსაჯი

გვერდს ვერ ავუვლი ჩემს "საყვარელ" მსაჯ მაიკლ ოლივერს. უნდა ვაღიარო, რომ მსაჯობა საკმაოდ ადეკვატური იყო და, რაც მთავარია, მატჩის ბედზე გავლენა არ უქონია. მაგრამ შევნიშნავ, რომ ოლივერმა "იუნაიტედის" მესამე მატჩი განსაჯა მიიმდინარე სეზონში და "წითლებმა" ვერცერთი ვერ მოიგეს (2 ფრე, 1 წაგება). იმედი ვიქონიოთ, რომ საფეხბურთო ასოციაცია დაგვინდობს და მას აღარ დაგვინიშნავს მატჩის არბიტრად fellow

დასკვნა

მოსალოდნელი იყო, რომ "ლივერპულთან" მატჩი ბევრ შეკითხვას გასცემდა პასუხს. შეუძლია თუ არა "იუნაიტედს" მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა, შეუძლია თუ არა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი თამაში და, რაც ყველაზე მთავარია, შედეგიანი ფეხბურთი არა ცხრილის მეორე ნაწილში მყოფი გუნდების წინააღმდეგ, არამედ მაღლა მყოფ გუნდებთან.

საბოლოო ჯამში, როგორც ეს ბოლო სამ წელიწადში ხდება, უფრო მეტი შეკითხვა მივიღეთ, ვიდრე პასუხი. და ამაშია გულშემატკივართა მთავარი იმედგაცრუება. "ლივერპულთან" მატჩი იდეალური იყო იმ თვალსაზრისით, რომ ხმამაღალი განცხადება გაგვეკეთებინა მიმდინარე ჩემპიონატში უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლაზე. მაგრამ ფრე ოდნავ ანელებს ლოკომოტივს, რომელიც ჟოზემ დაქოქა. და რთულია თქვა, რომ კლოპმა დაუმსახურებლად შეანელა (ვერ გააჩერა) ეს ლოკომოტივი.

გულშემატკივარს უფლება ჰქონდა, გამარჯვების იმედი ჰქონოდა. ისინი მოგებას ელოდნენ. ამიტომ არიან იმედგაცრუებულნი, იმედგაცრუებულნი პოგბას სულელური შეცდომით, იმედგაცრუებულნი გამოუყენებელი მომენტებით. ყველა ამ იმედგაცრუების ფონზე გვავიწყდება მომენტები, რომლებიც "ლივერპულმა" შექმნა ან დაუფიქსირებელი თამაშგარე, რომლის შემდეგაც "იუნაიტედმა" გოლი გაიტანა. თანაბარი თამაში იყო. ვფიქრობ, მატჩის შედეგი სამართლიანია.

მაგრამ ამ იმედგაცრუებებს მიღმა, ხელიდან გაშვებული მომენტებიდან და გამარჯვების სერიის დასრულებიდან, საკმაოდ მნიშვნელოვანი დადებითი მომენტიც არის. შეუძლებელია, ეს მატჩი პირველი წრეში "ენფილდზე" გამართულ შეხვედრას არ შეადარო. "მანჩესტერ იუნაიტედმა" შვიდმილიანი გარბენი განახორციელა იმ მხდალური, უსიამოვნო დაცვითი თამაშის შემდეგ. გუნდს გამარჯვება სურდა და, რაც მთავარია, შეეძლო. ამისთვის დიდი მადლობა მოთამაშეებსა და მწვრთნელს. გუნდი იცვლება, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ხდება, რაც საშუალებას გვაძლევს, შემდეგ "დიდ" თამაშს ოპტიმიზმით შევხედოთ - "მანჩესტერ სიტისთან" თებერვალში.

***


ბოლოს კიდევ მცირე პოზიტივი.

"რეალის" დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ყველაზე ხანგრძლივი მოქმედი წაუგებელი სერია აქვს, რაც 16 მატჩს ითვლის.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2017 15:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცვლილებები ლოგიკური იყო, თუმცა თამაში დიდად ვერ შეცვალა ვერცერთმა. რუნის ჰქონდა მომენტი და რო გაეტანა ალბათ ბოლო წლების საუკეთესო მოვლენა იქნებოდა, რეკორდი და ქამბექი ლივერპულთან love

პოგბას ცუდ თამაშს უფრო დავარქმევდი ამას ვიდრე განეიტრალებას. არაფერი გამოსდიოდა დაშვებული შეცდომის მერე, საერთოდ არ იყო მოედანზე. როცა შანსი იყო პოგბას უნდა დაერტყა და არა იბრას ჯარიმა, საერთოდ ეგ რატო წყვეტს ვინ დაარტყას და ვინ არა მიკვირს, გვყავს სხვა დამრტყმელებიც და ხო ხედავენ რო ტიპს არ გამოსდის ეს ჯარიმები და სხვამ ცადოს რა

საერთო ჯამში საპანიკო არაფერია, 16 მატჩია წაუგებლად ვართ, ოთხეულს კი არა მეორე ადგილთან 5 ქულაა მხოლოდ და ყველაფერი წინაა. თუმცა წელს დიდი ოთხეულიდან ვინმეს მაინც უნდა მოუგონ
1
№2
ავტორი: Gamkrelidze
17 იანვარი 2017 15:14
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას ეს "იუნაიტედი" იყო....

არაუშავს, ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ. პოზიტიურად და დადებითად რო შევხედოთ ამ ყველაფერს უკვე 16 მატჩია გუნდი წაუგებლად თამაშობს ასე რომ პროგრესი სახეზეა.

(საინტერესო განხილვა დიდი მადლობა ავტორს feel )
1
№3
ავტორი: ikeoni
17 იანვარი 2017 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol avtor
0
№4
ავტორი: Bobi777
17 იანვარი 2017 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Unda moego da premier ligasac movigebdit

Unda moego da premier ligasac movigebdit
0
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
17 იანვარი 2017 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მთავარია ოთხეულში შევიდეთ და ლიგაზე მოვხვდეთ შემდეგ წელს და ზაფულში გრიზმანი აუცილეებლად დაცვაში არიქნება ერტი აკრგი ცენტრალური მცველი ბაიეს ერთად როჯოსი არც სომლინგის და არც ჯონსის იმდეზე ყოფნა არ შეიძლება
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
17 იანვარი 2017 16:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზუსტად და ადეკვატურადაა განხილული ყველაფერი, თითქმის ყველაფერში ვეთანხმები
1
№7
ავტორი: LASHQARA
17 იანვარი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ნამდვილად საინტერესო სტატია იყო მადლობა ავტორს აზრი იმდენად კარგად იყო გადმოცემული რომ სიამოვნებით ჩავიკითხე ტექსტი ბოლომდე love რაც შეეხება ამ თამაშს: იუნაიტედს ოდნავ კიდე რომ გაეძლიერებინა ზეწოლა შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება, მაგრამ აქ თავი იჩინა იმ ფაქტორმა, რომ კონტრშეტევაზე სახიფათოდ თამაშობდა ლივერპული, სადღაც გულის სიღრმეში ყველა ფეხცბურთელი ფიქრობდა, რომ საერთოდ ქულის გარეშე არ დავრჩენილიყავით და სირცხვილი არ გვეწვნია საკუთარ კედლებში, ეს იყო და ეს და პოგბამ ძალიან გაგვიცრუა იმედები ყველას, პირველი ეგ უნდა შეეცვალა ჟოზეს და დიდი ალბათობით მოვიგებდით მაგ თამაშს, აჭრილი ფეხბურთელის ყოლას მოედანზე ჯობდა ახალგაზრდა შემართებით მყოფი ფეხბურთელი გამოეყვანა love am
1
№8
ავტორი: giorgisamnidze99
17 იანვარი 2017 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეხა მთავარია შემდეგ თამაშებში გადავაბატ მოგებები ეს ქულაა და აწი 3 ქულა მინდა მინიმუმ შვიდივე თამაშში
0
№9
ავტორი: stepno
17 იანვარი 2017 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auu magrad mitydebaa egre ro mkxdaa magram ravqnaat. Gamoswordeba yvelaferi
0
№10
ავტორი: gerrard scholes
18 იანვარი 2017 03:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
Avtor valensia kraize afsaitshi iyo. Am saitze veravin dainaxa ? Pogba gasagdebi iyo verc es ? Avtor me shen gnaxav male :d
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top