თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 01:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2566,
კომენტარები: 20
მოურინიო: "ლივერპული" ჭკვიანი მეტოქე იყო"
მოურინიო თამაშისადმი "ლივერპულის" მიდგომას იწონებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ "ლივერპულმა" "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში სწორი გათვლები გააკეთა და ამის დამსახურებით აიღო ერთი ქულა.

მატჩის წინ იურგენ კლოპმა მოსაზრება გამოთქვა, რომ "იუნაიტედი" დაცვით თამაშს აირჩევდა, რაც მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩში მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ მისი გუნდი თამაშობდა ძირითადად დაცვიდან, რასაც ჯეიმს მილნერის მიერ პირველ ტაიმში გატანილმა გოლმაც შეუწყო ხელი.

მოურინიო მოხარულია, რომ მისმა გუნდმა მედგრობა გამოიჩინა და მეტოქის დაცვის გარღვევა მოახერხა, თუმცა ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხმა არ დააკმაყოფილა.

"ძალიან დაძაბული მატჩი იყო, არანეიტრალური გულშმატკივრისთვისაც კი - "ლივერპულის" ფანები და ჩვენი ფანები ბოლო წამამდე დამუხტულები იყვნენ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თამაშის ხარისხი სუპერი იყო.

არც "ლივერპულს", არც ჩვენ არ გამოგვივლენია მთელი უნარი, მაგრამ ძალიან ემოციური, აქტიური და აგრესიული თამაში იყო. ბოლო წამამდე ვიბრძოდით.

ჭკვიანი მეტოქე გვყავდა. არ ჩქარობდნენ, იცოდნენ, როგორი ფეხბურთი ეთამაშათ და ეკონტროლებინათ თამაშის ემოციები. იცოდნენ, რომ ბოლო წუთებში პრობლემებს შევუქმნიდით.

ჩვენ შემტევი გუნდი ვიყავით, "ლივერპული" კი დამცველი. უნდა გადავხედო, კრიტიკოსები მართლები არიან თუ არა. მატჩისგან სიამოვნება მივიღე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
16 იანვარი 2017 01:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
როცა არც ამრსიალი პოგბა არც მატა არც მხითარიანი არაა ფორმაში და არც ქერიკი და მერე შემოდის უარესი რუნი რომელსაც რეშფორდის შემოსვლა ჯობდა რისი იმედი გქონდა რა 3 ქულა და ანიავეს კიდე 3 100% მომენტი, ლივერპული მატჩამდე მაგშემადგენლობით ქულაზე თანახმა და ბედნიერი იქნებოდა და საბოლოოდ სიე გამოვიდა ჩვენ გაგვიხდა ქულა სანატრელი და სანუკვარი კაი რა ჯოზე კაი რა კლოპმა ჩაგიტარა ცოტა დააკლდა უბრალოდ ისიცაა რო გაუმართლათ გოლში მარა მაინც ოლდზე ნებისმიერს უნდა ახევდე სახეს 11-11ზე და მითუმეტეს ისეთ გუნდს რომელსაც სასტარტოს მთელი არმია არყავს და შენი პრინციპული მეტოქეა, აი რაც ვნახე მაგ თამაშს არანაირი გამართლება არააქ
2
№2
ავტორი: giorgi_mg
16 იანვარი 2017 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ასეთი მოლოდინი გუნდისგან არ ყოფილა და ამიტომაც გვაქვს გული დაწყვეტილი, ვიცოდით რომ მეტი შეგვეძლო და იმედი გვქონდა (დიდი) რომ მოვიგებდით ამ თამაშსს, მაგრამ არაუშავს წინ კიდევ მნიშვნელოვანი თამაშებია, რეაბილიტაცია გვჭირდება, შემდეგ თამაშში 3 ქულა გვინდა
2
№3
ავტორი: LASHQARA
16 იანვარი 2017 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მე ისეთი აზრი დამრჩაა თამაშის შემდეგ რომ ლივერპულს ერთი ქულა აკმაყოფილებდა და ჩვენ სამი ქულისთვის ვბრძოლობდით love am
0
№4
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2017 01:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გამხნევდით, ხალხო, რა მოგივიდათ. ჩემპიონობისთვის მებრძოლად თუ მიგაჩნდათ "იუნაიტედი", ეგ არ ვიცი, მაგრამ ოთხეულში მოხვედრის შანსებს არაფერი მოსვლია. მერე რა, თუ ლივერპულთან 2 ქულა დაიკარგა. წინ 51 ქულაა გასათამაშებელი. ჩემპიონობისთვის ისინი იბრძვიან და ხელი შევუშალეთ, ამაში რა არის ცუდი? სეზონის განმავლობაში ჯერ იმდენი რამის მიღწევა შეგვიძლია, რომ ამ მდგომარეობაში ძალიან დიდ წყალობადაც ჩავთვლით.

ამ თამაშში "ლივერპულს" გაუმართლა, გაუმართლა, რომ ასე დაიწყო შეხვედრა მათ სასარგებლოდ. გამოსწორების შანსი ლიგის თასის ფინალში შეიძლება მოგვეცეს, თუმცა, მე არ მგონია, რომ რამე გამოსასწროებელი გვაქვს
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: pogba.
16 იანვარი 2017 01:51
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ტრაგედიას ნუ ქმნით სიტის ტოტენჰემთან უწევს და დაკარგავენ ქულებს ნუ ლივერპული რო დაკარგავს ეგ ფაქტია კიდევ ბევრჯერ. ჩემპიონობის იმედი არც არავის არ ქონდა მგონი და 4ეული უეჭველია წელს რაც არ უნდა იყოს ახალი გუნდია და ახალი ტრენერი და 1 წელში 4 ტურნირს ვერ მოიგებ და ყველა თამაშს
0
№6
ავტორი: shotkin
16 იანვარი 2017 01:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: RojoDiablo
გამხნევდით, ხალხო, რა მოგივიდათ. ჩემპიონობისთვის მებრძოლად თუ მიგაჩნდათ "იუნაიტედი", ეგ არ ვიცი, მაგრამ ოთხეულში მოხვედრის შანსებს არაფერი მოსვლია. მერე რა, თუ ლივერპულთან 2 ქულა დაიკარგა. წინ 51 ქულაა გასათამაშებელი. ჩემპიონობისთვის ისინი იბრძვიან და ხელი შევუშალეთ, ამაში რა არის ცუდი? სეზონის განმავლობაში ჯერ იმდენი რამის მიღწევა შეგვიძლია, რომ ამ მდგომარეობაში ძალიან დიდ წყალობადაც ჩავთვლით.

ამ თამაშში "ლივერპულს" გაუმართლა, გაუმართლა, რომ ასე დაიწყო შეხვედრა მათ სასარგებლოდ. გამოსწორების შანსი ლიგის თასის ფინალში შეიძლება მოგვეცეს, თუმცა, მე არ მგონია, რომ რამე გამოსასწროებელი გვაქვს

ციტატა: pogba.
ტრაგედიას ნუ ქმნით სიტის ტოტენჰემთან უწევს და დაკარგავენ ქულებს ნუ ლივერპული რო დაკარგავს ეგ ფაქტია კიდევ ბევრჯერ. ჩემპიონობის იმედი არც არავის არ ქონდა მგონი და 4ეული უეჭველია წელს რაც არ უნდა იყოს ახალი გუნდია და ახალი ტრენერი და 1 წელში 4 ტურნირს ვერ მოიგებ და ყველა თამაშს

ტრაგედიას არვქმნით და ჩემპიონობაც რეალისტი ვინცაა ხვდება რო შანსი არაა მაგის ნუთეორიული და მათემატიკური არი მარა რეალურად არგვაქ. უბრალოდ მე ის მიტყდება რო გუნდში ვხედავ პოგბასნაი კლასს მარსიალს , სომეხას მატას იბრას ,ბებერი მგელი ქერიქი ერერა და ჩამოდის შუაზე გაყოფილი ლივერპული ალეწილი კოუტინიოტი რომელმაც ფრომა ვერაღიდგინდა ჯერ და შემოდის სადღაც მეორე ტაიმის შუაში და ვიღაცა ჰენდერსონები ემრე ჯანები და ვაინალდუმები უგებენ ცენტრს პოგბას ქერიქს და ერერას და ლანანები არ ტეხავ??? ტეხავს აბა რაარი ეს თამასი კლოპმა მოუს აჯობა მიუხედავად იმისა რო კლოპს გაუმართლა და 1 გოლი გაიტანა ლივერპულმა თან არაფრიდან ამრა შეადარეთ რა სასტავები სირცხვილია ხალხო სირცხვილიი
0
№7
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2017 11:07
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ყველაფერი შეიLება მოხდეს.ჯერ 17 ტურია დარჩენილი.6ტურის წინ ტოტენჰემმა ჩვენთან თამაშI რო წააგო მაგის ბალეშიკები იმაზე ანერვიულდნენ ჩვენ რო ვეწეოდით,დღეს კიდე ჩელსის დაწევაა რეალური..მარა მეც მესმის შემადგენლობა რო ვნახე არა კლაინი არა კოუტინიო არა სტარიჯი და ასე შემდეგ მეგონა რო შევჭAმდით.მარა თამაში რო დაიწყო აგრესია და რა თამაში იყო ემგონა რო ერერას ქონდა გააზრებული მარტო და დე ხეა პრესინგზე ვერ გამოვიდოდა..ეს გამიკვირდა მოუსგან და გუნდისგან.თორე საწუწუნო რა მაქ 7 ტურის წინ ვინმეს ეთქვა 6 მოგება და 1 ფრე გექნებაო :))) რალრობლემააა:)
0
№8
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2017 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Im uazro penalma aria yvelaferi Rac ar unda xdebodes magram araushavs jer yvelaferi winaa ❤️
1
№9
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2017 12:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამწუხაროდ ამ თამაშში მანჩესტერზე ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა, მოდით ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ რო კლოპმა უფრო გათვალა რაღაცეები და აჯობა მოუს, მართალია ინდივიდუალურად წესიერად ვერავინ ვერ ითამაშა მარა თავიდანვე მივხვდი მე პირადად რო არასწორი სვლა გააკეთა მოუმ. პირველივე წუთებიდან უნდა შეეტია და პრესინგი ეთამაშა
1
№10
ავტორი: JuanMata
16 იანვარი 2017 12:22
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რა კლასზე ლაპარაკობთ, როცა მეტოქის 11-ვე ფეხბურთელი თამაშის მოკვლაზე თამაშობს, უაზრო პენალი ავიკიდეთ და გაიტანეს, მეტი ლივერპულს არაფერი უქნია. მერე დარბოდნენ იმისთვის რომ თამაში ჩაეშალათ და რიტმი არ დაგვეჭირა, სტოკის თამაში იყო და არა კლოპის შემტევი ლივერპულის.

თამაშის წინ მოლოდინი დიდი იყო და ლამის ფინალად აქციეს ეს თამაში თავისი მნიშვნელობით. ფეხბურთელები 100-ჯერ მეტ ზეწოლას განიცდიდნენ, ვინმეს თუ ლივერპულის თამაში საყურებლად მოგეწონათ, ძაან გამიკვირდება და ტაქტიკურად იყო თამაშის ჩაშლა, რაც ჩვენ ენფილდზე გავაკეთეთ. და პოსტ ფაქტუმ ლაპარაკი ძაან ადვილია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top