თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2017, 23:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3027,
კომენტარები: 30
მოურინიოს ვერდიქტი "ლივერპულთან" ფრეზე
ჟოზე მოურინიოს კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას გაესაუბრა, სადაც "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულთან" ნათამაშები ფრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მატჩის შესახებ

"ის შედეგი არ არის, რაც გვსურდა, ამისთვის არ გვიბრძოლია, მაგრამ ის შედეგია, რომელიც უნდა მივიღოთ. პირველ ტაიმში შანსები გვქონდა, მაგრამ მათ პენალტიდან გაიტანეს, მეორე ტაიმში ვდომინირებდით და უფრო მეტი შანსი შევქმენით, მაგრამ თავს კარგად იცავდნენ და კოტრშეტევაზე წასვლას ცდილობდნენ."

ანგარიშის გათანაბრებისთვის ბრძოლა

"თამაშის ხარისხი შევცვალეთ და უფრო პირდაპირი მიდგომა გვქონდა, რადგან "ლივერპული" ბურთს უკან ჩადგა; ბოლოს მათზე ზეწოლა მოვახდინეთ, გავათანაბრეთ და ვფიქრობ, უფრო მეტი დრო რომ გვქონოდა, მოგებასაც შევძლებდით, რადგან მართლაც ზეწოლის ქვეშ იყვნენ და ჩვენი გუნდი მენტალურად და ემოციურად ძლიერად გამოიყურებოდა."

გამოუყენებელი შანსები

"მნიშვნელოვანი შანსები გავაფუჭეთ. მეკარის კარგი სეივები ვნახე, მხითარიანის ქუსლით პასი ვნახე მარსიალზე, ფელაინის მიერ ძელისთვის გარტყმული ბურთი ვნახე. ბევრი რამ ხდებოდა, მაგრამ გოლი არ გადიოდა. ბოლო გავიდა და ვიმეორებ: მეტი დრო რომ გვქონოდა, მატჩს მოვიგებდით. მაგრამ მეტი დრო არ იყო."

ფელაინის გავლენა

"კიდევ ერთი არჩევანი მქონდა: ფელაინი ან რეშფორდი. მაგრამ საჯარიმოში ბევრი ყვითელმაისურიანი იდგა, საჯარიმოს გარეთაც, ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩემი ფეხბურთელები ცოტა ემოციურ ბალანსს დაკარგავნდნენ და უფრო პირდაპირ მიუდგებოდნენ. უფრო პირდაპირი მიდგომით მარუანი გვჭირდებოდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო."

ინტერვიუები
30 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2017 23:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კონრშეტევით, გახსნილ ფეხბურთში რეშფორდის გამოყვანა უფრო სწორი იქნებოდა, მაგრამ ჩაწოდებებზე წავიდა საქმე, სულ ვაწვდიდით ბოლო წუთებში ფელაინისნაირი ახმახი გვჭირდებოდა. კარგია, რომ აქ მაინც გაამართლა. მაგის ვერაფერი გავიგე, ხანდახან ერთ ბურთს ვერ იგებს, ხანდახან ყველას.

ასე თუ ისე, "ლივერპულს" არ დავშორდით, "სიტის" მივუახლობდით და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ცოტა მაინც შევაჩერეთ. მატჩის განვითარებიდან გამომდინარე კმაყოფილი ვარ შედეგით, სტატისტიკიდან გამომდინარე არა, მაგრამ რას ვიზამთ. წაუგებელია სერია მაინც არ შევწყვიტეთ და ესეც საქმეა. წინ სტოკია, პოგბას კომპენსირება ევალება, აუცილებლად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: levionok
15 იანვარი 2017 23:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მართალი ხარ,რეშფორდს სივრცე ჭირდება უფრო ფელაინმა კარგად ითამაშა მგონი ცოტა მოუმატა და რა პოზიციაზეც იყენებს უკეთესად გამოსდის,პოგბამ ძალიან გამიცრუა იმედები კერიკმაც,მარსიალმა თავიდან მაგრათ დაიწყო და მერე დადგა გაუჩინარდა,მხითო პირიქით,ძნელად გადალახა ემოციური ბარიერი მაგრამ მერე კარგად შეუდგა საქმეს და ბევრი თავის ტკივილიც გაუჩინა ტუმცა უნდა შეეგდო ესეთი შანსი არ უნდა გაუშვა,რო გავიდა 1-1 ზე ნეტა იბრა იყოსთქო და დაარტყა კიდეც :(რას ვიზავთ ჩვენი გასაკეთებელი საქმე სხვებს გადავაბარეთ გვიჭირს გრანდებთან ძალიან გვიჭირს ჯერ არცერთი მოგება ეს ძალიან ცუდია
0
№3
ავტორი: I L C
15 იანვარი 2017 23:17
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
პოგბა პროსტა რავი გაოცებული ვარ რა მოუვიდა. რატომღაც მგონია რომ შვაინშტაიგერი ძაან გამოგვადგებოდა ასეთ თამაშებს რატო არ აძლევს საშუალებას ფორმა აღიდიგინოს.

ისე გვრცხვენოდეს მოუ ვან გაალმა შენგან განსხვავებით გაამწარა გრანდები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: tedore
15 იანვარი 2017 23:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ჩემი აზრით არ არის მართებული მოურინიოს გინება მან ყველაფერი გააკეთა მოსაგებად რაშფორდი მესი არაა გამოვიდეს და დაბდღვნას ყველაფერი აგერ პოგბა და თითქმის მთელი გუნდი ვერ გამოიყურებოდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა
1
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
15 იანვარი 2017 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
პოგბააა ღირსია საკამზე რო დასვას მაგრამ არამგონია ესე მოიქცეს და არც მინდა უბრალოდ ფორმაში არ იყო და არ უმართლებდა მოკლედ რას ვიზამთ ფრე კი დამთავრდა მაგრამ შემდეგ თამაშებსაც უნდა მივხედოთ უნდა
1
№6
ავტორი: dachi_mu
15 იანვარი 2017 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ ბ გეგმა უფრო უკეთესი უნდა ჰქონდეს გუნდს
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 იანვარი 2017 23:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვერ ივარგა დღეს გუნდმა, ფაქტია მეტი მოეთხოვებოდათ მარა რას ვიზამთ...
0
№8
ავტორი: Spens
15 იანვარი 2017 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
ციტატა: tedore
ჩემი აზრით არ არის მართებული მოურინიოს გინება მან ყველაფერი გააკეთა მოსაგებად რაშფორდი მესი არაა გამოვიდეს და დაბდღვნას ყველაფერი აგერ პოგბა და თითქმის მთელი გუნდი ვერ გამოიყურებოდა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა



მესი არა მარა მტირალა მარსიალი რითი სჯობს რაშფორდს ? ბიჭი გამოდის და მოედანზე მთელს სულსდაგულს დებს ეს ჩოცენზურა ბუზებს ითვლის მე მაინც მგონია რო დღეს ეს თამაში წაგო მაურინიომ უფრო სწორად კლოპმა მოგვიგ რა :(((
2
№9
ავტორი: stepno
15 იანვარი 2017 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Araushavs stoks gadauvlit :-)
1
№10
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2017 23:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Spens
მესი არა მარა მტირალა მარსიალი რითი სჯობს რაშფორდს ? ბიჭი გამოდის და მოედანზე მთელს სულსდაგულს დებს ეს ჩოცენზურა ბუზებს ითვლის მე მაინც მგონია რო დღეს ეს თამაში წაგო მაურინიომ უფრო სწორად კლოპმა მოგვიგ რა :(((

არ წაგვიგია. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართლა ხომ არ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის არა? ოთხეულში მოსახვედრად არწაგება კარგი შედეგია. მოგება უკეთესია, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მატჩში მოხდა, ფრეც კარგი იყო. წინ მთელი 17 მატჩი, 51 ქულაა გასათამაშებელი და იმაზე ვიფიქროთ, ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top