''მანჩესტერ იუნაიტედის'' მცველი ფიქრიბს, რომ ''იუნაიტედის'' და ''ლივერპულის'' დაპირსიპირება უდიდესი მატჩი იქნება და მას იმედიაქვს, რომ მოუწევს კვირას ''ოლდ ტრაფორდზე'' თამაში.
ფილ ჯონს სჯერა თავისი გუნდის, რომ აუცილებლად დაამარცხებენ ''ლივერპულის'', რომელიც იქნება მე-10 გამარჯვება გუნდისთვის ყველა ჩემპიონატში.
''ყოველთვის ვაკვირდები ჩვენც განრიგს თუ როდის გვაქვს მნიშვნელოვანი თამაშები თუნდაც ისეთ გუნდთან როგორიც ''ლივერპულია''. ასევე აღფრთოვანებით ველოდი სეზონის პირველ უმნიშვნელოვანეს თამაშს ''ენფილდზე'', რომელც ოქტომბერში გაიმართა და ფრედ დასრულდა. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად ''ოლდ ტრაფორდზე'' ჩვენ ხელთ იქნება გამარჯვება''-განაცხადა ფილ ჯონსმა MUTV-სთან ინტერვიუში.
''როგორც ყოველთვის ვიცი, რომ საოცარი ატმოსფერო იქნება ''ოლდ ტრაფორდზე'' რადგან გუნდი შესანიშნავ განწყობაზეა.საოცარ მოტივაციას გვმატებს გასულ კვირები, რომლებშიც ჩვენ გამარჯვების მოპოვება შევძელით მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ ჯერ-ჯერობით ძლიერ გუნდთან არ არაფერი დაგვიმტკიცებია. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ მზადვართ.''
''გარდა იმისა, რომ ეს მატჩი მნიშვნელოვანია სატურნირო მდგომარეობის მხრივ ასევე, უდიდეს ხიბლს მატებს ის ისტორიული დაპირისპირება რაც ''იუნაიტედს'' და ''ლივერპულს'' აქვთ. ამიტომაცაა ეს დაპირისპირება შესანიშნავი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და ყველას. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სათავეში''
ესევე ინგლისელმა ახსნა ის ფაქტორებიც რაც ხელს შეუწყობს ''მანჩესტერს'' პირველ ნომრად თამაშში.
''მე ვფიქრობ რომ დიდ თამაშებში ჩვენ გვჭირდება ფხიზლად ყოფნა ყოველ მომენტში გვჭირდება ბევრი შეტევა და დომინირება, ასევე ძალიან გვჭირდება გულშემატკივარიც, რომელიც დამხმარე ძალას წარმოადგენს თამაშის დროს.''
''დარწმუნებულივარ ფანების უდიდესი მხარდაჭერას იმ წუთიდან ვიგრძნობთ, როდესაც ტულენს გავივლით''
მახსოვს შეხვედრა ''ტოტენჰემთან'' როცა 75 000 ადამიანი მატებდა გუნდს უდიდეს მოტივაციას, რაც ამ შემთხვევაშიც ძალიან გვჭირდება, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ მოტივაცია თამაშის წარმართვისას''-დაასრულა ''იუნაიტედის'' მე-4 ნომერმა.