თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2017, 15:14
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 10
ადნან იანუზაის კარიერა (ანალიზი)
გთავაზობთ საინტერესო სტატიას, რომელიც სპეციალურად ადნან იანუზაის ეძღვნება.
ადნან იანუზაის კარიერა (ანალიზი)
2016/17 წლის სეზონის დაწყებისთანავე, "იუნაიტედის" ახალმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი არენდის წესით გაუშვა. მათ შორისაა ბელგიელი შემტევი ადნან იანუზაი.

ახალგაზრდა მოთამაშის განათხოვრების მთავარი მიზეზი მარტივი იყო: ის ვერ მიიღებდა საკმარის სათამაშო დროს, რომელიც მას ძალიან სჭირდება საკუთარი პოტენციალის გამოვლენისათვის.

მაშ ასე, მოდით განვიხილოთ ადნან იანუზაის კარიერა და გავაკეთოთ მისი ანალიზი.

კარიერა:
ბელგიელი შემტევი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ კლუბში 2011 წელს ჩაირიცხა. 2013 წელს იგი დაწინაურებული იქნა მიიღო შანსი ეთამაში ინგლისურ გრანდში "მანჩესტერ იუნაიტედში". მისი კარიერის საუკეთესო დროს ჯერჯერობით 2013/14 წლის სეზონი რჩება, ჯერ კიდევ დევიდ მოიესის დროს ადნან იანუზაი გუნდის ერთ-ერთ მნიშნველოვან ფიგურად ითვლებოდა. დევიდ მოიესის წასვლის შემდეგ ლუის ვან გაალმა იგი "დორტმუნდის ბორუსიაში" გაანათხოვრა, თუმცა უშედეგოდ. ხოლო ლუის ვან გაალის წასვლის შემდგომ, გუნდის თავკაცად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დაინიშნა. ადნან იანუზაიმ მონაწილეობა მიიღო 2016/17 წლის წინასასეზონო ტურნეში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით. ამის შემდეგ კი იგი "სანდერლენდს" იჯარის წესით შეუერთდა და იგი ამდრომდე "სანდერლენდის" ღირსებას იცავს.

შედეგები:
ადნან იანუზაიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 63 მატჩის ჩატარება მოახერხა, და 5 გოლის გატანა შეძლო. ხოლო მას შემდეგ რაც იგი "სანდერლენდს" შეუერთდა მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო, ჩატარებული 12 მატჩიდან. ამ ყველაფრის ფონზე ადნან იანუზაი თანდათან კარგავს თავის პოტენციალს და გულშემატკივრების იმედს, რომ იგი განვითარდება და შეძლებს "იუნაიტედის" მაისურის ღირსეულად ტარებას.
ადნან იანუზაის კარიერა (ანალიზი)

ბელგია:
მას შემდეგ რაც იანუზაი "იუნაიტედს" შეუერთდა დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა არასაკმარისი. "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ ადნანმა შეძლო ბელგიის ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება. მან ბელგიის ეროვნული ნაკრების მაისურით 6 მატჩი ჩაატარა. ადნანის ცუდი თამაში მის ბელგიურ კარიერაზეც ასახავს. შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ მის თამაშებს ბელგიის ნაკრებში და რეგრესი აშკარა იქნება. მისი საუკეთესო ფორმის დაკარგვის შემდეგ, იგი სრულ რეგრესს განიცდის და იშვიათად თუ გაიბრწყინებს ხოლმე ზოგიერთ მატჩებში. სწორედ მისმა რეგრესმა გამოიწვია ის ფაქტი რომ მას ბელგიის ეროვნულ ნაკრებში აღარ იძახებენ. (მან გამოტოვა "ევრო 2016".)

მიღწევები:
ადნან იანუზაიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ კლუბთან ერთად შეძლო ახალგაზრდული პრემიერ ლიგის მოგება, თანაც სამჯერ. ეს მოხდა 2012/13, 2014/15 და 2015/16 სეზონებში. რაც შეეხება კონკრეტულად "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოგებულ ტიტულებს, მან 2014 წელს შეძლო გუნდთან ერთად "ქონუთი შილდის" გამარჯვების აღნიშვნა. რაც შეეხება ინდივიადულურ მიღწევებს, მას არც ერთი ინდივიდუალური ჯილდო არ აქვს მოგებული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე "მატჩის საუკეთესო მოთამაშის" ჯილდოს. ასევე შეიძლება ინდივიდუალურ მიღწევად ჩავთვალოთ ისიც, რომ მან მონაწილეობა მიიღო "მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე" ბრაზილიაში.

დადებითი მხარეები:
ადნანის მთავარი დადებითი მხარე პოზიციაა. მას უამრავ პოზიციაზე შეუძლია თამაში და შესაბამისად უამრავ ტაქტიკას ერგება. პლეიმეიკერი, ვინგერი, ფორვარდი, მარცხენა და მარჯვენა ნახევარმცველი. ეს ის პოზიციებია სადაც ადნანს თამაში შეუძლია. შემდეგი დადებითი მხარე ტექნიკაა, რაც არ უნდა ცუდად თამაშობდეს და რაც არ უნდა რეგრესს განიცდიდეს, ტექნიკა არ იკარგება...

მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი ცუდად თამაშობს:
ეს მიზეზი მარტივია, იგი თამაშში ვერ ებმება. დიახ, ადნანი ხშირადაა თამაშიდან გამოთიშული, ეს პრობლემა ბევრ მოთამაშეს აქვს და მათ შორისაა ადნანი. უბრალოდ უყურეთ ერთ-ერთ მატჩს ადნანის მონაწილეობით და მიხვდებით რომ სრულიად მარტოა მოედანზე.

რას შეიძლება დავაბრალოთ ადნანის რეგრესი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. რომ გადავავლოთ თვალი მისი ტრანმვების ისტორიას, ბევრს ვერაფერს ნახავთ საინტერესოს. მან "იუნაიტედში" ტრანვმის მიზეზით მხოლდ 10 მატჩი იუქმა, ისიც 2015/16 წლების სეზონში. ამრიგად ტრანმვები გამოვრიცხეთ. შეიძლება თუ არა დავაბრალოთ სათამაშო დროის უკმარისობას? არა, ვინაიდან მას ბევრი დრო მიეცა იმისათვის რომ თავისი პოტენციალი ეჩვენებინა. შეიძლება თუ არა რომ მისი რეგრესი მოიესის წასვლას დავაბრალოთ? არა, ვინაიდან თუ ჩვენ ვიტყვით რომ ის პერსონალურად დევიდ მოიესზეა დამოკიდებული მაშინ შევცდებით, ის დღესაც დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ღირებულს ვერაფერს გვთავაზობს. ასე რომ ბოლოს ერთი მიზეზიღა რჩება რომლის გამოც შეიძლება ითქვას რომ მან რეგრესი განიცადა. ეს არის პიარი. როცა მან კარგად თამაში დაიწყო "იუნაიტედში" პარალელურად დაიწყო ბევრი საუბარი მასზე მედიაში. "ახალი რონალდო", "ბელგიელი ტალანტი", ეს ის სახელებია რომლებითაც მას მედიაში მოიხსენიებდნენ. შეიძლება რომ მან რეგრესი თავისი პიროვნულობის გამო განიცადა. მეტი პიარი-მეტი იმედგაცრუება. ეს ერთადერთ მიზეზად რჩება რომლის გამოც ადნანის კარიერას ბევრი ჩავარდნა აქვს.

სამომავლო გეგმები:
როგორც მოგახსენეთ, იგი ჯერჯერობით "სანდერლენდის" ღირსებას იჯარის წესით იცავს. თუ მოურინიომ იგი გუნდში ნაადრევად არ დააბრუნა, მაშინ იგი "იუნაიტედს" 2017 წლის, 31 მაისს დაუბრუნდება. არსებობს მოსაზრება რომ იგი "იუნაიტედში" დაბრუნებისთანავე ბელგიაში სათამაშოდ დაბრუნდება. თუმცა ეს ჯერ არავინ იცის.

სატრანსფერო ღირებულება:
ახალგაზრდა შემტევის სატრანსფერო ღირებულება 5.95 მილიონ ევროს შეადგენს.

ვიდეო:
... და ბოლოს, გიტოვებთ ვიდეოს სადაც შეგიძლიათ იხილოთ ადნან იანზუზაის გაბრწყინებები, რომელიც მან 2013/14 წლების სეზონში მოახერხა. იმედი ვიქონიოთ რომ ბელგიელი შემტევი განვითარდება და იქცევა "იუნაიტედის" ღირსეულ მოთამაშედ.
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
15 იანვარი 2017 15:18
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
არ ვიცი რა ამის ამბავი როგორაა... ძაან გაზარმაცდა და ჯობია მიხედოს თავს თორე სულ დაკარგავს თავის პოტენციალს...
0
№2
ავტორი: I L C
15 იანვარი 2017 15:22
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
კარგი ნამუშევარია ყოჩაღ ავტორს !

იანუზაი ძაან ნიჭიერია ახალგაზრდაა და ვერ ხვდები რატომ არ მიაქცია შესაბამისი ყურადღება ვან გაალმა. ტაქტიკურადაც ბევრ ტაქტიკას ერგება ფლეიმეიკარადაც შეუძლია თამაში და ფლანგებზეც, 2013/14 წლებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო გუნდის. ჩემი აზრით აქვს მანჩესტერში მომავალი მთავარია კონკურენციას გაუმკლავდეს გუნდში მაგრამ სადაც ლინგარდი ახერხებს თამაშს ადნანიც მოახერხებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: MEMPHIS 7
15 იანვარი 2017 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არვიციი პერეირაა უფრო კარგია გრანადაშიიი
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
15 იანვარი 2017 15:33
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: I L C
კარგი ნამუშევარია ყოჩაღ ავტორს !

იანუზაი ძაან ნიჭიერია ახალგაზრდაა და ვერ ხვდები რატომ არ მიაქცია შესაბამისი ყურადღება ვან გაალმა. ტაქტიკურადაც ბევრ ტაქტიკას ერგება ფლეიმეიკარადაც შეუძლია თამაში და ფლანგებზეც, 2013/14 წლებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო გუნდის. ჩემი აზრით აქვს მანჩესტერში მომავალი მთავარია კონკურენციას გაუმკლავდეს გუნდში მაგრამ სადაც ლინგარდი ახერხებს თამაშს ადნანიც მოახერხებს.


პირველ რიგში მადლობა love

ვან გაალმა მიაქცია საკმარისი ყურადღება. მაგრამ ტიპი არ დარბოდა სტადიონზე, სულ გამოთიშული იყო თამაშიდან. და დაწყებული იყო უკვე პრობლემები ადნანის კარიერაში
0
№5
ავტორი: kantona-7
15 იანვარი 2017 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
უბრალოდ გასაშვებია და მეტი არაფერი>>>თუმდაც ლინგარდი შევადაროთ ბევრად უკეთესი და მონდომებულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: ikeoni
15 იანვარი 2017 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ashkarad unda moumatos tore magrad gaiyina ert adgilze
0
№7
ავტორი: I L C
15 იანვარი 2017 16:10
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: GaMkReLa
ციტატა: I L C
კარგი ნამუშევარია ყოჩაღ ავტორს !

იანუზაი ძაან ნიჭიერია ახალგაზრდაა და ვერ ხვდები რატომ არ მიაქცია შესაბამისი ყურადღება ვან გაალმა. ტაქტიკურადაც ბევრ ტაქტიკას ერგება ფლეიმეიკარადაც შეუძლია თამაში და ფლანგებზეც, 2013/14 წლებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო გუნდის. ჩემი აზრით აქვს მანჩესტერში მომავალი მთავარია კონკურენციას გაუმკლავდეს გუნდში მაგრამ სადაც ლინგარდი ახერხებს თამაშს ადნანიც მოახერხებს.


პირველ რიგში მადლობა love

ვან გაალმა მიაქცია საკმარისი ყურადღება. მაგრამ ტიპი არ დარბოდა სტადიონზე, სულ გამოთიშული იყო თამაშიდან. და დაწყებული იყო უკვე პრობლემები ადნანის კარიერაში


მეტ შანს იმსახურებდა ალბათ რადგან სასწაული სეზონი ქონდა ვან გაალამდე,სასწაული მოტივაცია ქონდა ტიპს და იასნა რომ არ ათამაშებდა დაეკარგა ამბიციები რაც ქონდა თან განათხოვრებამაც ცუდად იმოქმედა დორტმუნდში ფაქტიურად იქაც ვერაფერი გააკეთა კონკურენციის ფონზე მარა ეხლა არ თამაშობს ცუდად სანდერლენდში იმედია გამოგვადგება როცა დაბრუნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: basota
22 იანვარი 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
№9
ავტორი: LASHA123
23 იანვარი 2017 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ამ მოურინიოსაც შიგ აქ დე ბრუინში ტალანტი ვერ დავინახეო.უნდა მისცეს შანსი ადნანს,რეშფორდსაც იშვიათად ათამაშებს ისედაც
0
№10
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
25 იანვარი 2017 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ჩემი აზრით ეს არის თავში ავარდნილი ფეხბურთელი,ამას ფერეირა ათასი თავით ჯობს.ესეც მეორე დეპაია request
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top