SkySports-ის ცნობილი ექსპერტი, პოლ მერსონი ტრადიციას არ არღვევს და როგორც ყოველთვის პრემიერ ლიგის მატჩების შედეგებს ვარაუდობს. არც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გამოდგა გამონაკლისი.
"მე ვუყურე "ლივერპულის" მატჩს, რომელიც "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ჩაატარა ინგლისის ლიგის თასზე, ისინი დაცვაში საშინლად გამოიყურებიან და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამას გაითვალისწინებს. ასევე ლივერპულელებს გაუჭირდებათ ენტონი მარსიალისა და მარკუს რეშფორდის შეტევების განმუხტვა.
"იუნაიტედმა" ბოლო ექვსი მატჩი მოიგო, რომელიც პრემიერ ლიგის ეგიდით ჩაატარა. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ კარგები არიან გამარჯვებისთვის. მაგრამ თუ ისინი დამარცხდნენ, ოთხეულისთვის ბრძოლას ჩამოსცილდებიან და კვლავ პრობლემები შეექმნებათ." - აცხადებს პოლ მერსონი.
პოლ მერსონის საბოლოო ვარაუდი ასეთია: "მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 1 "ლივერპული"