"მანჩესტერ იუნაიტედი" დასასვენებლად მიდის...
პრემიერ ლიგაში კვირას გამართულ დაპირისპირების შემდეგ, სადაც "იუნიატედი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა, "წითლების" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა, რომ წავიდეს თავის გუნდთან ერთად დასასვენებლად ყატარში, რათა ძალები მოიკრიბონ ჩემპიონთა ლიგის ორი დაძაბული მატჩისთვის "მადრიდის რეალთან" და პრემიერ ლიგისაში გასამართი შეხვედრებისთვის.
გასულ სეზონში ბოსმა ასეთი რამ გააკეთა, კლუბი წაიყვანა შოტლანდიაში გოლფის სათამაშოდ. ამის შემდეგ კი, სერ ალექსი გამოტყდა და თქვა, რომ ამ დასვენებამ კლუბს კარგი განწყობა მოუტანა.
ახლა სერ ალექსმა გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელები დათოვლილი ინგლისიდან, მზიან ყატარში წაეყვანა. "წითელი ეშმაკები" რამდენიმე დღეს გაატარებენ მულტისპორტულ კომპლექს "Aspire Academy–ში", ქალაქ დოჰაში, რომლის მშენებლობაც 1.3 მილიარდი დოლარი დაჯდა, გვამცნობს გამოცემა Goal-ი.
"იუნაიტედი" კვირას გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც მათ "ტოტენჰემთან" ჰქონდათ ლონდონიდან გაემგზავრნენ ყატარში. შემდეგ თამაშს "წითლები" უკვე მომავალ შაბათს გამართავენ, რომელიც 26 იანვარს ჩატარდება და ისინი "ოლდ ტრაფორდზე" "ფულჰემს" მიიღებენ, ფა თასზე.
წყარო:
http://fapl.ru