"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი აცხადებს, რომ "ლივერპულში" გადასვლა შეეძლო, თუმცა იურგენ კლოპის "ბორუსიაში" გადასვლა ამჯობინა.
ბრენდან როჯერსი 2013 წელს "ენფილდზე" სომეხის გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ კლოპმა დაარწმუნა მხითარიანი, რომ გერმნული გრანდი აერჩია.
"როჯერსს ორჯერ თუ სამჯერ ველაპარაკე და მეუბნებოდა, რომ ჩემი გადაბირება სურდა და რომ ლუის სუარესთან და სტივენ ჯერარდთან ერთად ვითამაშებდი.
ჩემი ერთი ნახევარი გადასვლაზე ფიქრობდა, მაგრამ მეორე ნახევარი დარწმუნებული არ იყო, რადგან უკრაინის ჩემპიონატის სუსტი ფეხბურთელისთვის პრემიერ ლიგაში გადასვლა ზედმეტად დიდი სხვაობა იყო.
ორი კვირის შემდეგ კლოპმა დანიის მახლობლად მდებარე კუნძულზე თავისი არდადეგები შეწყვიტა და ჩემს სანახავად დორტმუნდში ჩამოვიდა. ვიცოდი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობის კარგი რეპუტაცია ჰქონდა და მასთან შეხვედრის შემდეგ "ბორუსიაში" გადასვლის იდეა მომეწონა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა ჰენრიხმა.
მხითარიანი კვირას თავის ყოფილ მწვრთნელს "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულს" უმასპინძლებს.
"ყოველთვის შენ გვერდით იდგა, თუკი სათამაშო ან ცხოვრებისეული პრობლემები ჰქონდა. კარგი ადამიანია.
ძალიან მეხმარებოდა, როცა ფეხბურთზე ბევრს ვფიქრობდი. მარცხს სერიოზულად ვიღებდი, გამოუყენებელ შანსზე ვნერვიულობდი. მან კი მითხრა, რომ ეს მხოლოდ ცხოვრების ნაწილია და ყურადღება არ უნდა მივაქციო, რადგან მომდევნო შანსი როცა მექნება, გონებრივად შესაბამისად განწყობილი უნდა ვიყო.
ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომას და მოედანზე ვერ ინერვიულებ. უნდა დაივიწყო".