თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1755,
კომენტარები: 7
პოგბა: "ჩვენ შორის კავშირი უკვე დამყარდა"
პოლ პოგბა თვლის, რომ თანაგუნდელებმა ერთმანეთს უკვე გაუგეს.
პოგბა:
პოლ პოგბა ფიქრობს, რომ ფეხბურთელების კავშირმა და კომბინაციამ განაპირობა "მანჩესტერ იუნაიტედის" 9-მატჩიანი გამარჯვებათა სერია.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში პრემიერ ლიგაში ფრეების სერიის შემდეგ "წითლებმა" ბოლო პერიოდში შთამბეჭდავი ფორმა აჩვენეს. კარგი თამაში გუნდს სეზონის უმეტეს ნაწილში ჰქონდა, მაგრამ ბოლო კვირებში ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა თამაშს კარგი შედეგიც შემატეს.

პოგბას მიაჩნია, რომ ექვსი თვის განმავლობაში ერთად ყოფნამ გუნდში თავისი შედეგი გამოიღო და იმედი აქვს, რომ მისი თანაგუნდელები თანმიმდევრულობის შენარჩუნებას შეძლებენ.

"ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ერთმანეთს ახლა უკეთ ვიცნობთ, გარკვეული პერიოდია ვთამაშობთ ერთად და მოედანზე კავშირი და კომბინაცია გვაქვს.

მაგალითად, ვიცი, როგორ ვიპოვო ზლატანი, მარსიალი, რეშფორდი... ერთად ექვსი თვის განმავლობაში ვიმყოფებით და ჯგუფი უფრო კომპაქტურად გამოიყურება, მე ვიტყოდი, რის საფუძველზეც ჩანს, რომ შედეგები მოდის.

ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენც სწორედ ეს გვინდა. რთულია, როცა ახალ ფეხბურთელს იმატებ, რადგან ინგლისურ ფეხბურთსა და ყველაფერ აქაურს უნდა შეეგუოს. ეს უკვე მოხდა და ახლა დიდებულად ვაკეთებთ საქმეს",
- განაცხადა ფრანგმა.

პოგბასა და იბრაჰიმოვიჩის კავშირმა უკვე გამოიწვია რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი. როცა ჰკითხეს, ასე კარგად როგორ მოქმედებენ ერთად, ნახევარმცველმა უპასუხა: "არ ვიცი. როგორც უკვე ვთქვი, მისი პოვნა მიადვილდება. იბრას ყველაფერი აქვს. სრულყოფილი თავდამსხმელია. შეგიძლია ბურთი მისცე, მას დაიჭერს, სივრცეს იპოვის, დიდებული უნარები აქვს, თავით კარგად თამაშობს, მომენტს ასრულებს, დიდი და ძლიერია... ამიტომ მის პოვნას ვცდილობ.

მომწონს მისი სათამაშო სტილი და ვფიქრობ, მასაც მოსწონს ჩემი სტილი. ეს უბრალოდ მოედანზე დამყარებული კავშირია, ვარჯიშებზე სულაც არ ვამუშავებთ, უბრალოდ ასე ხდება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2017 13:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნელ-ნელა ეწყობა გუნდს და იბრასაც ამარაგებს კარგი პასებით. იპოვა თავის პოზიცია როგორც იქნა
2
№2
ავტორი: Gamkrelidze
15 იანვარი 2017 13:05
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
პირველ რიგში დიდი მადლობა საიტის ადმინისტრაციას რო ესე შრომობთ love უკვე ქართულ ქავერებსაც აკეთებთ და ძაან სასიამოვნოა მკითხველისთვის love

რაც შეეხება პოგბას სტაბილური მეწყვილე უნდა გამოუნახონ თორე ისე ცენტრში დაბნეულობა იქნება
2
№3
ავტორი: stepno
15 იანვარი 2017 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დღეს საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოთ
0
№4
ავტორი: Lady in red
15 იანვარი 2017 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
პოლმა მოუმატა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი ნამდვილად არ არის. მარსიალიც არ არის ფორმაში და მხითარიანსაც მეტი შეუძლია, ეს მხოლოდ დროის საკითხია. წარმომიდგენია ყველა რომ თავის ფორმას დაუბრუნდება რას გააკეთებენ მოედანზე. დთეს პგბაზე ბევრი იქნება დამოკიდებული და არა მარტო მასზე, ყველას ბევრი მოეთხოვება დღევანდელ მატჩზე. ბოლომდე ბრძოლას ველი დღეს მათგან.
0
№5
ავტორი: Mixito
15 იანვარი 2017 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Luzerebi dagerxat movdivart blaaaaaaaa

Sad aris taveni sablatao ha poli gagidebt tqven
0
№6
ავტორი: ikeoni
15 იანვარი 2017 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Dro undoda shetamashebas
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
15 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დღეს უნდა გამოაჩინოს თავისი ძალა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top