"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დღევანდელ დაპირისპირებაში ნებისმიერ ტაქტიკას მოელის და არ გამორიცხავს, რომ ჟოზე მოურინიომ "ოლდ ტრაფორდზე" დაცვითი თამაში აირჩიოს.
მიმდინარე სეზონის სტარტზე "წითელ ეშმაკებს" შეთამაშებულობა აკლდათ, ხოლო მერსისაიდელები ბრწყინვალე შემტევ ფეხბურთს აჩვენებდნენ. ამიტომ "ენფილდზე" ოქტომბერში გამართულ მატჩში მოურინიომ დაცვითი ტაქტიკა აირჩია და მიუხედავად იმისა, რომ ამან მის გუნდს ერთი ქულა მოუტანა, ჟოზე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.
მეორე წრის მატჩის წინ კლოპმა მოსაზრება გამოთქვა, რომ მოურინიოს კვლავ შეუძლია ასეთი სქემის არჩევა.
"სახლში "იუნაიტედის" წინააღმდეგ დომინირებადი ფეხბურთის თამაშს ვეცადეთ, როცა ისინი დაცვაზე იყვნენ ორიენტირებულნი და კონტრშეტევას ცდილობდნენ. საჭირო თუ იქნება, კვირას ჩვენც ასევე ვითამაშებთ, მაგრამ თუ არა, მაინც მზად ვართ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორი თამაშის არჩევა მოგვიწევს. ყველაფრისთვის მზად ვიქნებით.
შესაძლოა, "იუნაიტედი" ისეთივე ორგანიზებული არ იყოს, როგორც "ენფილდზე", მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ. შეგიძლიათ მათი სათამაშო სტილის ამოცნობა სცადოთ, მაგრამ ამას დაზუსტებით ვერ იტყვით. შეგიძლია 100 პროცენტიანი დარწმუნებით მითხრათ, რას გააკეთებე? მე ამაში არ მივიღებ მონაწილეობას.
შესაძლოა, სხვა გეგმა ჰქონდეთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. ჟოზე - ნამდვილი მებრძოლია და თუ გადაწყვეტს, რომ დაცვიდან თამაშს აზრი აქვს, არ გამიკვირდება. ჩვენ მწვრთნელები ვართ და ერთმანეთის წინააღმდეგ გვითამაშია, ნამდვილი მებრძოლია. მაგრამ ჩვენც ვართ.
მზად ვიქნებით იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ფეხბურთელების შესაფერისი შერჩევის პოვნას ვეცდებით და მსაჯების გადაწყვეტილებაში იღბლის იმედიც გვექნება, რაც აქამდე არ გვქონია, სიმართლე რომ ვთქვათ.
ფეხბურთელები უნდა გამოვიდნენ და ფეხბურთი ითამაშონ. ასეა მოწყობილი და ამას ვერ შევცვლი. მაგრამ ჩემს ძალებს არ აღემატება ატმოსფეროს შექმნა, რომელშიც ყველა ირწმუნებს ჩვენს ძალებს და ჩემთვის ეს საკმაოდ ადვილია, რადგან ჩემი მოთამაშეებისა მჯერა", - განაცხადა გერმანელმა.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.