ჰენრიხ მხითარიანმა "სანდერლენდის" პატარა გულშემატკივარს თვის საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდო გაუზიარა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფლეიმეიქერმა ჰენრიხ მხითარიანმა თავისი ჯილდო, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გოლი, ბრედლი ლოუერის გაუზიარა.
სომეხმა ფეხბურთელმა აღნიშნული პრიზი "სანდერლენდის" კარში გატანილი გოლით დაიმსახურა, ისარგებლა რა, იბრაჰიმოვიჩის საგოლე გადაცემით.
პარასკევს პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ დეკემბერში გატანილ გოლებს შორის მხითარიანის გოლმა გაიმარჯვა, მოგვიანებით კი ჰენრიხმა "თვითერზე" დაადასტურა, რომ ამ პრიზს 5 წლის ბრედლის გაუზიარებს.
"სანდერლენდის" პატარა გულშემატკივარი კიბოს იშვიათ ფორმას ებრძვის უკვე მეორეჯერ.
ბრედლი გასულ თვეში "სანდერლენდისა" და "ჩელსის" მატჩის დაწყებამდე მოედანზე გამოჩნდა და გოლის გატანაც კი მოახერხა.
პატარა ლოუერმა ტიბო კურტუას პენალტი დაურტყა და გაუტანა, რითაც დღის მატჩის გოლის პრიზი მოიგო.
ლოუერი ასევე "ევერტონს" გაიყვანს მოედანზე, როცა ხვალ "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.
წყარო:
mirror