თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2017, 18:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2699,
კომენტარები: 11
მოურინიო მატჩის შესახებ
"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია "ლივერპულთან" მატჩის წინ.
მოურინიო მატჩის შესახებ
ჟოზე, მორიგი სამი ქულაა ფსონზე, ამჯერად რა იქნება განსხვავებული?

სამი ქულა, პლუს ამ ყველაფრის ემოციური მხარე. ემოციური მხარე: გულშემატკივრები, მოთამაშეები და ხალხი, რომლებიც კლუბში დიდი ხანია იმყოფებიან, ვფიქრობ, ისინი უკეთ გრძნობენ, ვიდრე მე. მაგრამ აქ სულ რამდენიმე თვეა ვიმყოფები და ნაბიჯ-ბაბიჯ ვხვდები ამ დაპირისპირების მნიშვნელობას, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს დაპირისპირება საფეხბურთო კლუბისთვის კარგია. მაგრამ საერთო ჯამში ეს მხოლოდ სამი ქულაა. სამი ქულა და მეტი არაფერი.

თქვენ თვით, რომ ეს მატჩი ნოემბრის მატჩისგან განსხვავებული იქნება. რატომ გგონიათ ასე?

იმიტომ, რომ უკეთესი შედეგები გვაქვს და ამან ბევრი რამ შეცვალა. იცით, როცა მაშინ უფრო ნაკლები დრო მქონდა გატარებული ჩემს ფეხბურთელებთან ერთად, ახლა კი გაცილებით მეტი დრო გავიდა - უკეთ გავიცანით ერთმანეთი, მითუმეტეს, ფეხბურთის აღქმის მხრივ. არა მარტო კარგი თამაში გვაქვს, არამედ კარგი შედეგების სიხარულიც. სახლში ვთამაშობთ და არა გასვლაზე, ასე რომ, ეს მცირე დეტალები ბევრ რამეს ცვლის, თუმცა ეს მორიგი დიდი მატჩია და მისგან სიამოვნება მივიღოთ.

ფიქრობთ, რომ უკეთეს ფეხბურთს აჩვენებთ, ვიდრე "ენფილდზე", რომელმაც ყველას გაუცრუა იმედი?

არ ვიცი, ყველაფერი შეფასების კრიტერიუმზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ადამიანი იტყვის, რომ მატჩი, რომელიც 0-0 სრულდება, ცუდი მატჩია, რადგან მასში გოლები არ გასულა. ანალიზის ამ ვერსიას მივიღებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ყოველთვის ვეთანხმები. თამაში, რომელიც 0-0 სრულდება, საინტერესოც ხომ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, "ენფილდზე" თამაში ძალიან კარგი იყო.

0-0 კარგი შედეგი იქნება?

არ ვიცი. თუ "ლივერპული" უკეთესად ითამაშებს, ვიდრე ჩვენ, თუ უფრო ნაკლებჯერ დავარტყამთ კარში, თუ "ლივერპული" უფრო ახლოს იქნება გამარჯვებასთან, ვიდრე ჩვენ, ამ შემთხვევაში - დიახ. თუ ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვექნება, დომინირებას შევძლებთ, გამარჯვებს დავიმსახურებთ, მაგრამ ვერ მივაღწევთ, ამ შემთხვევაში ეს ცუდი შედეგი იქნება.

ეს დიდი მატჩია და შეძლებთ გუნდთან ერთად ისე აღნიშნოთ, რომ 50 მეტრის სიმაღლეზე ახტეთ?

დიახ, დიახ, სირბილს შევძლებ, პრობლემა არ არის. პრობლემა ის იქნება, გავიტანთ თუ არა გამარჯვების გოლს ბოლო წუთზე. ასე გაქცევა კი ჯერ კიდევ შემიძლია, პრობლემა არ არის.

ამდენი დიდი მატჩია და ვერ ვიტყვი, რომ ვნერვიულობ. არა, უკვე აღარ. მაგრამ თამაშის წყურვილი, წყურვილი იმისა, რომ მატჩი შაბათს ყოფილიყო და არა კვირას, ამ ორი დღის განმავლობაში ლოდინი - იგივედ დარჩა. ვფიქრობ, იგივე ხდება ფეხბურთელების თავსაც - არავინ ნერვიულობს, ყველას თამაში სურს. ისინი, ვინც ითამაშებენ - ბედნიერები იქნებიან, ვინც სკამზე დარჩება - არც ისე. იგივე შეგრძნებაა - ყველა თამაშს ელის და მჯერა, რომ იურგენიც ამასვე განიცდის თავის ფეხბურთელებთან ერთად. ასე რომ, მოდით, დიდი მატჩი შევქმნათ და იმედი მაქვს, მოედნის ფარგლებს გარეთ ყველაფერი კარგად იქნება.

პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
14 იანვარი 2017 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჯოზე გაწყვიტე შვაზე ენფიდელები
0
№2
ავტორი: bziki
14 იანვარი 2017 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მოუთმენლად ველი
0
№3
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Aucileblad unda movigot jozeeee ❤️
0
№4
ავტორი: dachi_mu
14 იანვარი 2017 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
joze kai shakali xar shen ra :D
1
№5
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2017 19:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქაც ფრეზე და ჩაკეტილ ფეხბურთს ვერ გაუშვებს. ძნელია ლივერპულს თამაში გაუხსნა მარა ენილდზე რა თამაშიც დაიდო ეგ არ უნდა ვნახოთ.
1
№6
ავტორი: MEMPHIS 7
14 იანვარი 2017 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
უნდა მოვიგოთ უეჭველი. ტოტენჰემა მოიგო არსენალიც იგებს ჯერ
0
№7
ავტორი: dato321dato
14 იანვარი 2017 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Ise amat kaiara yvelas unda vugebet wesit chvennairi kamanda aravis yavs inglisshi prosta es gundi ro shetamashebuli iyos erti ori wlis warmomodgenia raqneboda
1
№8
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2017 20:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ქულების დაკარგვა არ შეიძლება უბრალოდ
0
№9
ავტორი: ROONEY-RUNI
14 იანვარი 2017 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ამ მატჩის ოგება ისე ინდა როგორც რუნის გოლი
0
№10
ავტორი: irakli87
15 იანვარი 2017 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
უნდა მოვიგოთ!! ისე ძაან გასატეხია ის ფაქტი რო აგერ უკვე მერამდენე ტურია ჩვენი კონკურენტები თამაშებს იგებენ, განსაკუთრებით ტოტენჰემი შეუჩერებელია თან ძაან ბევრს იტანენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top