მოურინიო თავის თავში არასდროს დაეჭვებულა.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი რთული სტარტის პერიოდში არასდროს შეპარვია ეჭვი თავის შესაძლებლობებში.
"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა "იუნაიტედში" ცხრამატჩიანი გამარჯვებათა სერია აჩვენა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.
"იუნაიტედის" შესანიშნავი ფორმა, რომლითაც გუნდი კვირას "ლივერპულთან" მატჩს ხვდება, მას შემდეგ იქნა ნაჩვენები, რაც მოურინიოს გუნდმა ოქტომბრიდან დეკემბრამდე ჩატარებულ რვა მატჩში მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.
მოურინიო შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ მას მძიმედ გააკრიტიკებდნენ, მაგრამ საკუთარი თავისთვის არასდროს მიუცია დაეჭვების უფლება.
"არასდროს შემპარვია ეჭვი. თუნდაც კარგი შედეგის გარეშე წარიმართოს ჩემი კარიერა, რამდენიმე მწვრთნელს აქვს კარგი შედეგი ყოვეწლიურად?
ორ წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ვიყავი. მსოფლიოს ორი უდიდესი საშინაო ტურნირი მოვიგე 2 წლის წინ და არა 20 წლის წინ, ასე რომ, არავითარი პრობლემა არ მქონია.
მე ვიცი ჩემი დონე, მე ვიცი ჩემი მოტივაცია, ჩემი ოცნებები, მე კი ნამდვილად მაქვს ჩემს კარიერაში მისაღწევი ოცნებები.
ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ. ბევრს არ ვკითხულობ და არც ტელევიზიას ვადევნებ თვალს, თუმცა კრიტიკოსები გამოჩნდნენ და გვესმოდა, რომ საკმაოდ ძლიერადაც გვაკრიტიკებდნენ", - განაცხადა მოურინიომ.
პორტუგალიელი ყოველთვის კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით, მაშინაც კი, როცა შედეგები შესაბამისი არ მიიღებოდა.
"სტაბილურობა შევინარჩუნეთ და ჩვენი უნარებისაც გვწამდა, მაგრამ შედეგები გვჭირდებოდა. ბოლოს, როცა მიღება დავიწყეთ, არა მარტო კარგი თამაშია, არამედ სამი ქულებისაც, მივხვდით, რომ საქმე უკეთ მიდიოდა.
კრიტიკოსები პირდაპირ მე მომმართავდნენ, ეს ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ გზით გუნდმა დაცულად იგრძნო თავი.
ჩვენს შორის ძალიან ძლიერი და კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ჩვენი საქმის გვჯეროდა".წყარო:
goal.com